ფრანსიშკუ ტრინკაუ სპორტინგში 10 მილიონად გადადის

ფრანსიშკუ ტრინკაუ სპორტინგში 10 მილიონად გადადის

ფრანსიშკუ ტრინკაუს პორტუგალიაში დაბრუნება და ლისაბონის "სპორტინგში" ჩარიცხვა გადაწყვეტილია. ინფორმაციას პორტუგალიური მედია ავრცელებს.

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბარსელონა" ტრინკაუს "სპორტინგში" 2 წლით განათხოვრებას უპირებდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ კატალონიელებს ამის უფლება არ აქვთ.

პორტუგალიური Record-ის ცნობით ტრინკაუ "სპორტინგში" არა იჯარით, არამედ სრულფასოვანი ტრანსფერით გადავა. "ბარსელონა" 10 მილიონ ევროს მიიღებს და კატალონიელები ფეხბურთელის 15 მილიონად უკან გამოსყიდვის უფლებას იტოვებენ. გარდა ამისა "სპორტინგიდან" სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში ტრინკაუს ტრანსფერის 50% "ბლაუგრანას" შეხვდება.

ფრანსიშკუ ტრინკაუ "ბარსელონაში" 2020 წელს "ბრაგადან" 31 მილიონად გადმოვიდა. კატალონიურ გუნდში მან 42 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც "ვულვზში" იჯარით ითამაშა.

ტრინკაუ ჯერ 22 წლისაა, "ბარსელონა" მასში პოტენციალს ხედავს და სწორედ ამიტომ იტოვებენ კატალონიელები ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 ივლისი 2022 22:34
    0
    მშვენიერი იქნება. 10 მილიონს ხო ავიღებთ და თუ ათამაშდა ან მოიყვანენ ანაც კარგ ფასში გაიყიდება და იქიდან ნახევარი გვერგება ჩვენ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 9 ივლისი 2022 21:51
    0
    რაღაც ამ 50% ის არ მჯერა, ეგეთი რა უნდა მოიხოდოს რო სპორტინგმა მინიმუმ 30-40ად ხო უნდა გაყიდოს რო 15 მაინც შეხვდეს 🤔 10-15-25% კიდე ჰო, მაგრამ 50 მებევრება რავი. მეორეს მხრივ, ეს ისეთი კალიბრისა რო პორტუგალიაში კარგი იქნება და სხვა ლიგები მოსინჯა უკვე და ვერაფერი აშკარად
    Culé [?]
    #7 9 ივლისი 2022 19:59
    0
    ცუდი იდეა არ არის
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ივლისი 2022 16:57
    0
    იჯარა და გაყიდვით ნახევარს ამოიღებენ, თუ სხცაგან გადავიდა კიდევ დაგვემატება. სულ არაფერს ჯობია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 ივლისი 2022 15:21
    1
    როგორც იყიდეს იმის მესამედში აძლევენ, მაგარი მემკვიდრეობა დახვდა ლაპორტას.
    Culé [?]
    #4 9 ივლისი 2022 13:17
    0
    ვაახ, რავიცი რა ვთქვა რაა, საღოლ, ძაან მაგრად მუშაობს ხელმძღვანელობა, ყველა გაყიდულთან უფლებები დაიტოვეს.
    Culé [?]
    #3 9 ივლისი 2022 12:48
    1
    გამოსყიდვის უფლებას რომ იტოვებენ იდეალურია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ივლისი 2022 12:44
    1
    ჩემი აზრით კარგი გადაწყვეტილებაა, 15 ად გამოსყიდვაც შეგვიძლია და 50% ვიღებთ ტრანსფერიდან, ყველა ვარიანტში მოგებული დავრჩებით
    Culé [?]
    #1 9 ივლისი 2022 12:15
    0
    20 მილიონადაა შეფასებული და 15ად მაინც გაეყიდათ მესმის რომ შემდგომი ტრანსფერიდან 50% მიიღებს და 15მილიონად შეეძლება გამოსყიდვა,მაგრამ არამგონია გაამართლოს ან ისეთი დონის ფეხბურთი ითამაშოს ამის გამოსყიდვა რომ ღირდეს. მოკლედ 6 ვულვზმა და 10 სპორტიგმა უნდა მისცეს კლუბს 31 ბართომეუ <<ცენზურის დარღვევა>> გადაიხდა გამოდის 15 მილიონი იზარალა კლუბმა
    რავი მაგარი ღლე მენეჯმენტია ამას მერჩივნა ადამაში გაეცვალათ ტრინკაო უფრო პროდუქტიული იყო ადამა