ფრანკ კესიე 🆚 აურელიენ ჩუამენი

ფრანკ კესიე 🆚 აურელიენ ჩუამენი

"ბარსელონასა" და "რეალის" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა, ჯერჯერობით, ერთმანეთს ჰგავს. კატალონიური კლუბისგან კიდევ ბევრ აქტიურობას ველით, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სიტუაცია გვაქვს - ორივე გუნდმა "ჩელსის" ცენტრალური მცველი უფასოდ დაიმატა, ასევე გაძლიერდა ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველით.

კრისტენენისა და რუდიგერის შედარება ხვალისთვის გადავდოთ, ამ სტატიაში კი ერთმანეთს ფრანკ კესიესა და აურელიენ ჩუამენის შევადარებთ.

იმისათვის, რომ შედარებები უსამართლო არ იყოს, სტატიაში გამოვიყენებთ მხოლოდ ერთი წყაროს, SofaScore-ს მონაცემებს.

ასაკი

ჩუამენი "რეალმა" იყიდა, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელი. კესიეზე ასეთი წარმოდგენა არ არსებობს. თუმცა ამ ორ ფეხბურთელს შორის ასაკში იმხელა სხვაობა ნამდვილად არაა, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში გავლენა რომ იქონიოს. ჩუამენი 22 წლისაა, კესიე 25 წლის. "ბარსას" ახალწვეული მაღალ დონეზე თამაშს კიდევ მინიმუმ 7-8 წელი შეძლებს, მისი ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით კი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 10 წელიც.

კესიესა და ჩუამენის შორის ასაკში სხვაობა იმდენია, რამდენიც ჩუამენისა და პედრის შორის. სხვაობა დიდი ნამდვილად არაა და იმ მცირე სხვაობასაც კესიეს გამოცდილება აბალანსებს.

ფასი

"ბარსელონამ" კესიე უფასოდ დაიმატა, "რეალმა" კი ჩუამენიში 80 მილიონი გადაიხადა და ბონუსებით ტრანსფერის ფასი, შესაძლოა, 100 მილიონამდე გაიზარდოს.

კესიეს ხელფასი "ბარსელონაში" 6.5 მილიონი ევრო იქნება. კოტ დ'ივუარელის კონტრაქტში ბონუსები გათვალისწინებული არაა. დაახლოებით ამდენივე, 6-7 მილიონი ექნება ხელფასი ჩუამენის "რეალში".

SofaScore კესიეს 41 მილიონ ევროდ აფასებს, ჩუამენის კი 42 მილიონად. ამ საკითხში უფრო სანდოდ მიჩნეული Transfermarkt კი 15 მილიონიან სხვაობას ადგენს - კესიე 45 და ჩუამენი 60 მილიონი.

Transfermarkt-ის მიერ დადგენილი ფასების მიუხედავად ტრანსფერების ფინანსურ ნაწილში "ბარსამ" "რეალს" აშკარად აჯობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტრანსფერები ვერ გაამართლებს, "ბარსას" კესიეს გუნდიდან უფასოდ გაშვება შეეძლება, "რეალს" კი ამის საშუალებას ფინანსური ფეარ ფლეი არ მისცემს.

თვისებები

SofaScore ფრანკ კესიეს დადებით თვისებებად პოზიციონირებას, გრძელ პასებსა და ბურთის ფლობას ასახელებს.

აურელიენ ჩუამენის ძლიერ მხარეებად პოზიციონირება, ბურთის ართმევა და სტაბილურობა მიიჩნევა.

გამოკვეთილ სუსტ მხარედ SofaScore არცერთ ფეხბურთელს არაფერს უთვლის.

მონაცემები

ორივე ფეხბურთელს როგორც საყრდენ, ასევე ცენტრალურ ნახევარმცველად თამაში შეუძლია, მაგრამ SofaScore-ს მიხედვით კესიე უფრო შემტევია, ჩუამენი კი უფრო დაცვითი.

ფრანგს უკეთესი მონაცემები აქვს დაცვაში თამაშსა (71) და ტაქტიკურ განსწავლულობაში (75). კესიეს მონაცემები კი 54 და 69 არის. სამაგიეროდ კოტ დ'ივუარელი უკეთესია შეტევაში (63-56), კრეატიულობაში (63-58) და ტექნიკაში (66-63).

შეფასებები

გასული ერთი წლის განმავლობაში SofaScore კესიეს თამაშს 6.98 ქულით აფასებს, ჩუამენისას კი 7.31 ქულით. ამას ობიექტური ახსნა აქვს - კესიე უფრო ძლიერ ტურნირებზე, უფრო ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გამოდიოდა. მართალია, სერია A მსოფლიოს საუკეთესო ლიგა ნამდვილად აღარაა, მაგრამ საფრანგეთის ლიგა ერთზე მაღალი დონის ნამდვილად არის. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ სეზონში კესიემ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა, ხოლო ჩუამენიმ - ევროპა ლიგაზე.

სტატისტიკა

შეტევა

გასულ სეზონში დაფიქსირებული სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, კესიე შეტევაში უკეთესია, ხოლო ჩუამენი დაცვაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კესიე უფრო შემტევ პოზიციაზე თამაშობდა. ფეხბურთელები თითქმის ერთსა და იმავე პოზიციაზე თამაშობდნენ, ხოლო მეტოქის კარში უფრო ხშირად ჩუამენი ურტყამდა. თუმცა კესის, ნაკლები თამაშისა და ნაკლები დარტყმის მიუხედავად, ორჯერ მეტი გოლი აქვს გატანილი (6). კესიეს გოლი ყოველ 385 წუთში გაჰქონდა, ჩუამენის კი 978 წუთში ერთხელ. დარტყმის გოლად ქცევის კესიეს პროცენტი 18% არის, ჩუამენისა კი მხოლოდ 5%. კესიეს თამაშში საშუალოდ 1.1 დარტყმა ჰქონდა, საიდანაც 0.3 კარში მიდიოდა, ჩუამენის კი ასევე 0.3 ზუსტი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ 1.6 მცდელობიდან. "ბარსას" ფეხბურთელი ასევე უკეთესი იყო Key პასებში, ანუ ისეთ პასებში, რომლებსაც კარში დარტყმა მოჰყვა.

პასები

დამაგვირგვინებელ ფაზაში კესიე აშკარად უკეთესია. გადავიდეთ პასებზე. ჩუამენის აშკარა უპირატესობა ისაა, რომ ის თამაშში უფრო მეტადაა ჩართული. ერთ შეხვედრაში ფრანგი საშუალოდ ბურთზე 75.5 შეხებას აკეთებს, კოტ დ'ივუარელი კი 54.7 შეხებას. პასის სიზუსტე თანაბარი აქვთ - კესიეს 88% და ჩუამენის 87%. თანაბარი შედეგები აქვთ პასების სახეობის მიხედვითაც - პასი საკუთარ ნახევარზე, მეტოქის ნახევარზე, გრძელი პასი, ჩაწოდება. პროცენტული მაჩვენებლები თითქმის იდენტური აქვთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩუამენი თამაშში უფრო მეტადაა ჩართული, ამ მხრივ უპირატესობა მას უნდა მივანიჭოთ.

არის კიდევ ერთი მონაცემი, რომელიც გვიჩვენებს, რომ კონკრეტულად "ბარსელონასთვის" კესიე უფრო შესაბამისი ნახევარმცველია, რადგან ის ბურთს უფრო იშვიათად კარგავს. ფრანკს თამაშში საშუალოდ 8 დაკარგვა აქვს, აურელიენს კი - 10.2 დაკარგვა.

დაცვა

დაგვრჩა დაცვა, რომელშიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "რეალის" ახალწვეული უკეთესია. ჩუამენი "ბარსას" შენაძენს ჯობნის თამაშში საშუალო ართმევებით (2.9 - 0.7), წარმატებული ვარდნებით (2.5 - 1.3) და მოგერიებებით (0.9 - 0.7). სამაგიეროდ კესიეს ერთი-ერთზე მოტყუება გაცილებით რთულია. მას თამაშში საშუალოდ 0.3-ჯერ ატყუებენ, ჩუამენის კი 0.7-ჯერ.

ორთაბრძოლები

ამ კომპონენტშიც უპირატესობა ჩუამენის აქვს. ის ორთაბრძოლების 64% შემთხვევაში გამარჯვებული გამოდის. აურელიენი საჰაერო ორთაბრძოლების 70% იგებს, ხოლო მიწაზე ორთაბრძოლების 61%. კესიე, რომელიც ჩუამენიზე 2 სანტიმეტრით დაბალია (183 სმ), ორთაბრძოლების 55% იგებს. საჰაერო ორთაბრძოლებში ის მოგებული მხოლოდ 51% შემთხვევებში გამოდიოდა, ხოლო მიწაზე - 56%.

დისციპლინა

დისციპლინაში კესიე ბევრად წინაა. სერია A-ს გასულ გათამაშებაში მან მხოლოდ 2 ყვითელი ბარათი მიიღო, ჩუამენის კი ლიგა ერთის გასულ გათამაშებაში მსაჯებმა 9 ყვითელი და 1 წითელი ბარათი უჩვენეს.

შეჯამება

რომელიმე ტრანსფერისთვის აშკარა უპირატესობის მინიჭება რთულია. ფინანსური მხარე, გამოცდილება, შეტევაში თამაში და დისციპლინა კესიეს სასარგებლოდ მეტყველებს, ჩუამენის უპირატესობად კი გამოცდილების შეძენის ხარჯზე უფრო მეტად მომატება, დაცვა, ორთაბრძოლები და შეხვედრაში უფრო აქტიურად ჩართვა უნდა მივიჩნიოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 9 ივლისი 2022 20:20
    1
    კესიე უკეთესია ბევრად
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 ივლისი 2022 13:30
    1
    იმედია კესი უფრო გამოგვადგება ვიდრე რეალს ჩუამენი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 ივლისი 2022 23:31
    7
    კარგი ანალიზია, საინტერესო სტატიაა;
    კიდევ ერთი, რომ კესიმ სერია ა მოიგო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ; ინტერი და იუვენტუსი ჩამოიტოვა და ლიგაზეც მშვენივრად გამოიყურებოდა;
    უბრალოდ არ გაუმართლა, ძალიან რთული ჯგუფი შეხვდა და იქაც ბოლომდე იბრძოლა;
    ძალიან ძლიერია და მისი ჩაგდებული მატჩი არის იშვიათი შემთხვევა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ივლისი 2022 23:02
    5
    ვაახ რა საინტერესო სტატიაა👏👏, ყოჩაღ ავტორს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ივლისი 2022 22:10
    5
    ოღონდ კესის კესიეს ნუ უძახით რა. ყველგან უცხოურ არხებზე თუ იუთუბზე კესი მესმის დიქტორებისგან, სტატიის ინგლისური ვარიანტიც რო დავდე გგუგლის ტრანსლეიტზე ხმოვანზე კესის ამბობს. ეს კასიე საიდან მოიტანეთ? ასე "რენოც" რენაულტათ იწერება და რენაულტი ვუძახოთ ჩვენც?
    ფანი [?]
    #4 7 ივლისი 2022 21:18
    4
    Iniesta_8,
    მთლად მასე ნუ შევადარებთ. ეგრე მბაპესაც არ უთამაშია სხვაგან მაგრამ კი არის მოთხოვნადი ყველგან
    Culé [?]
    #3 7 ივლისი 2022 21:07
    5
    ჩუამენს რა ჩემი ფეხები აქვს გაკეთებული საერთოდ კარიერაში ლიგა 1 სლე ჩემპიონატის იქით არაფერი უქნია, 80 მილიონის სად რა ქნა იქნება შემახსენოს ვინმემ.
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 ივლისი 2022 20:06
    9
    ჩვენთვის ბევრად უკეთესი კესია,რადგან თავისი ასაკით და გამოცდილებით მაგრად დაგვეხმარება .კლუბში სულ ბავშვები და მოხუცები თამაშობენ და ვფიქრობ 25 წლის გამოცდილი ფეხბურთელი ბევრს შემატებს კლუბს თამაშის წარმართვის მხრივ.
    გულშემატკივარი [?]
    #1 7 ივლისი 2022 20:03
    13
    ბრავო უბრალოდ ბრავო ავტორს barca-2