10 ფაქტი ანდრეას კრისტენსენზე

10 ფაქტი ანდრეას კრისტენსენზე

დღეს "ბარსელონამ" ანდრეას კრისტენსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფეხბურთელი "ბარსასთან" კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს.

კატალონიური კლუბი დანიელი მცველის შესახებ 10 ფაქტს გვთავაზობს. 

  1. კრისტენსენი 1996 წლის 10 აპრილს დაიბადა. საინტერესოა, რომ ზუსტად ამ დღეს "ბარსელონამ" კოპა დელ რეის ფინალში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშა და სამწუხაროდ, 0-1 დამარცხდა. აღნიშნულ სეზონში მადრიდელებმა 2 ტიტული მოიგეს. ამასთან, ეს ბოლო ფინალი იყო, რომელშიც "ბარსამ" იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით იასპარეზა;
  2. ანდრეას კრისტენსენის მამა, სტენ კრისტენსენიც ფეხბურთელი იყო. ის აპლუით მეკარე გახლდათ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დანიურ კლუბ "ბრონდბიუში" ჯამში 4 მატჩი ჩაატარა;
  3. ანდრეასმა "ჩელსის" ასაკობრივ გუნდთან ერთად, 2014-15 წლების სეზონში ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო - მაშინ, როცა ეს ტურნირი სულ 2 წლის იყო. ლონდონელებმა ფინალში დონეცკის "შახტარი" 3-2 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ წინა (ანუ პირველი) გათამაშება "ბარსამ" მოიგო - კატალონიელებმა ფინალში "ბენფიკას" 3-0 მოუგეს;
  4. კრისტენსენი "ჩელსის" 15 წლის ასაკში შეუერთდა. 2015 წლიდან 2017 წლამდე დანიელი მიონხენგლადბახის "ბორუსიაში" იყო განათხოვრებული, მაგრამ მას ტერ შტეგენთან არ უთამაშია, ვინაიდან, გერმანელი "ბარსელონაში" 1 წლით ადრე, 2014 წლის ზაფხულში გადმოვიდა;
  5. 2017 წლიდან კრისტენსენი "ჩელსის" დაცვის უცვლელი წევრი იყო. ამ დროიდან მოყოლებული მან 4 ტიტული - ევროპა ლიგა (2018-19), ჩემპიონთა ლიგა (2020-21), უეფას სუპერ თასი (2021-22), მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2021-22) - მოიგო;
  6. ლონდონში გატარებული 5 წლის განმავლობაში კრისტენსენი ისეთმა ცნობილმა სპეციალისტებმა გაწვრთნეს, როგორებიც ანტონიო კონტე, მაურიციო სარი, ფრენკ ლამპარდი და ტომას ტუხელი არიან;
  7. კრისტენსენი მე-14 ფეხბურთელია, რომელსაც "ბარსასა" და "ჩელსიში" ექნება ნათამაშები. ორივე გუნდში ასევე უთამაშიათ: მარკ ჰიუზს, ალბერ ფერერს, უინსტონ ბოგარდს, ბუდევაინ ზენდენს, ემანუელ პეტის, რიკარდუ კუარეშმას, ჟულიანო ბელეტის, დეკუს, სამუელ ეტო'ოს, ეიდურ გუდიონსენს, პედროს, ორიოლ რომეუსა და სესკ ფაბრეგასს;
  8. ანდრეასი მხოლოდ და მხოლოდ მე-2 მოთამაშეა, რომელიც პირდაპირ "ჩელსიდან" გადმოვიდა. პირველი, ასევე ჩრდილოეთ ევროპელი, კერძოდ, ისლანდიელი ეიდურ გუდიონსენი იყო, რომელიც "ბარსამ" 2006 წელს შეიძინა;
  9. კრისტენსენი მე-6 დანიელია, რომელიც "ბარსელონაში" ითამაშებს. წინა ხუთია: ალან სიმონსენი, მიქაელ ლაუდრუპი, ტომას კრისტენსენი, რონი ეკელუნდი და მარტინ ბრეითუეიტი;
  10. კრისტენსენი და ბრეითუეიტი ნაკრებში თანაგუნდელები არიან. მათ დანიის ევროვნულ გუნდთან ერთად 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატსა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. ამ ევროზე მათმა თანაგუნდელმა, კრისტიან ერიქსენმა გულის შეტევა მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, გადარჩა, დანია კი ნახევარფინალში გავიდა, რითაც ყველა გააკვირვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 5 ივლისი 2022 19:12
    0
    წარმატებები კრისტესტენს. იმედია გაამართლებს ჩემს მოლოდინებს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ივლისი 2022 15:58
    0
    ძალიან საინტერესო 10 ფაქტი შევიტყვეთ კრისტენსენის შესახებ. განსაკუთრებით ის არის საინტერესო როცა ამის დედა სამშობიაროში იტანჯებოდა ჩვენ ატლეტიკო გვტანჯავდა მოედანზე და კოპა დელ რეიც წაგვართვა. barca-5 scream
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 4 ივლისი 2022 23:37
    0
    ციტატა: CHEPE
    გავიდა თუ გაიყვანეს როგორც რუსეთი გაათრიეს ისე😆😆😆😆

    რატო გაიყვანეს? საკმაოდ ადვილი მეტოქეები შეხვდათ და თვითონ დანიაც კარგი გუნდია, იმ საღორისგან განსხვავებით 2018, მაგენი მართლა ყურით მიათრიეს მეოთხედ ფინალამდე