ბარსელონამ BLM-ის წილის გაყიდვა გადაიფიქრა

ბარსელონამ BLM-ის წილის გაყიდვა გადაიფიქრა

"ბარსელონამ" ფინანსური პრობლემების მოგვარების გეგმაში ცვლილებები შეიტანა. კატალონიური კლუბი კომპანია BLM-ის გაყიდვას აღარ აპირებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსელონას" მმართველი პირები ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნება, თუ კლუბი BLM-ს სრულად შეინარჩუნებს, ან უკიდურეს შემთხვევაში მის მცირე ნაწილს გაყიდის.

რამდენიმე კვირის წინ გამართულ ასამბლეაზე "ბარსამ" დელეგატებისგან BLM-ის 49.9%-ის გაყიდვის უფლება მოიპოვა და აქამდე არსებული ინფორმაციით ჟოან ლაპორტა ამ უფლების გამოყენებას აპირებდა კიდეც. ამჟამინდელი მდგომარეობით კი "ბარსა" წილის გაყიდვას არ აპირებს და თუ მაინც გაყიდის, მაქსიმუმ 25 პროცენტს.

"ბარსელონაში" სურთ, BLM-ის შემოსავალი სრულად შეინარჩუნონ. გასულ სეზონში ამ კომპანიამ კლუბს 57 მილიონი ევროს შემოსავალი მოუტანა, ახალ სეზონში კი ამ თანხის დაახლოებით 100 მილიონ ევრომდე გაზრდაა მოსალოდნელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 4 ივლისი 2022 00:51
    0
    თუ არაა საჭირო და აუცილებელი ძალიანაც კარგი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ივლისი 2022 15:48
    0
    იმედია ესმის თვითონ პრეზიდენტს რასაც აკეთებს.
    Culé [?]
    #2 3 ივლისი 2022 01:03
    2
    Golden boy,
    მართალი ხარ
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    გულშემატკივარი [?]
    #1 2 ივლისი 2022 22:34
    8
    თუკი 100 000 000-მდე ევროს გამომუშავებას აპირებენ შემდეგ წელს რატომ უნდა გაყიდონ, გაყიდვის შემთხვევაში აიღებენ 500 000 000 ევროს კი ეს კარგია ინვესტიციის მხრივ, მაგრამ რამდენი წლით ყიდიან? როგორც ვიცი გამოსყიდვის უფლება ექნებათ 20 თუ 10 წელიწადში იგივე ან ცოტა მეტი თანხის ოდენობით, ანუ რა გამოდის ვიღაც კონპანია უნდა ვახეიროთ ყოველ წელს 50 000 000 ევროთი და ის თანხა რაც გადაიხადეს აქციებში ისევ უკან უნდა გადავუხადოთ, გირაოს ვარიანტია, არ არის ეს გარიგება გრძელვადიანი კუთხით სარგებლიანი მაგრამ ფინანსურად კარგია როგორც ერთბაშათ აღებული 500 000 000 ევრო, სულ ამის თქმა მინდოდა, თუ წაიკითხავთ და გამიგებთ რასაც ვამბობ მადლობელი დაგრჩებით.