ინგლისური გუნდი მემფის დეპაიში 23 მილიონს იხდის

"ბარსელონას" მემფის დეპაის სასურველ ფასად გაყიდვის შანსი გაუჩნდა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით ერთ-ერთი ინგლისური გუნდი მზადაა, ნიდერლანდელ შემტევში 23 მილიონი ევრო გადაიხადოს. გუნდის სახელი ცნობილი არაა, მაგრამ ვიცით, რომ საუბარია არა გრანდზე, არამედ საშუალო დონის ინგლისურ გუნდზე.
ცნობილია, რომ "ბარსელონა" მზადაა, მემფისს შეელიოს, თუ კლუბი ტრანსფერიდან 20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს. თუმცა პრობლემა ისაა, რომ თავად ფეხბურთელს "ბლაუგრანაში" დარჩენა სურს.
თუ დეპაი "ბარსელონაში" დარჩება, კატალონიელებს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში 2023 წელს ისინი მემფისს უფასოდ დაკარგავენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]