მირალემ პიანიჩით საუდის არაბეთში დაინტერესდნენ

მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონასთვის" ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მირალემ პიანიჩის პრობლემის მოგვარებაა.
ბოსნიელი ფეხბურთელი "ბეშიქთაშიდან" ბრუნდება. 32 წლის ნახევარმცველი ჩავის გეგმებში არ შედის, მაგრამ მისი გუნდიდან გაშვება დიდი პრობლემაა, მაღალი ხელფასის გამო.
პიანიჩი "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა და გასაკვირი არაა, რომ კატალონიელებს მისი გაშვება სურთ.
Footmercato-ს ინფორმაციით მირალემის სამსახურით საუდის არაბეთში დაინტერესდნენ. საუბარი "ალ ნასრიზეა", რომელიც ცოტა ხნის წინ პიანიჩისთვის კარგად ნაცნობმა რუდი გარსიამ ჩაიბარა. ფრანგი სპეციალისტი მირალემს 2013-2016 წლებში "რომაში" წვრთნიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]