ბარსელონა დარწმუნებულია, რომ დემბელე დარჩება

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" დარწმუნებულია, რომ უსმან დემბელე გუნდში დარჩება.
კლუბში ფიქრობენ, რომ ფრანგი შემტევი ახალ კონტრაქტს გააფორმებს, - მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის 40%-ით შემცირება მოუწევს, - რადგან მას ჩავი ერნანდესის ხელში თამაშის გაგრძელება სურს.
ამასთან, დემბელეს დარჩენას ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ფეხბურთელს სხვა შემოთავაზებები არ აქვს. ადრე მისი შეძენით "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ ლონდონური კლუბი "მანჩესტერ სიტიდან" რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე გადაერთო, პსჟ-ის ინტერესმა კი კილიან მბაპესთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ იკლო.
ჩავი ერნანდესს უსმანის დარჩენა სურს და მიაჩნია, რომ შემადგენლობაში დემბელე-რაფინიას ყოლა თავსებადია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]