რაფინია მზადაა, ბარსელონას ერთი წელიც კი დაელოდოს

რაფინიას იმდენად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ბარსელონაში" თამაში, რომ ის მზადაა, კატალონიურ კლუბს ერთი წელიც კი დაელოდოს.
ცნობილია, რომ "ლიდს იუნაიტედი" და "ჩელსი" რაფინიას ტრანსფერზე შეთანხმებულები იყვნენ, მაგრამ ლონდონურ გუნდში გადასვლა თავად ფეხბურთელმა არ ისურვა. მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიელი "ბარსაში" თამაშზე ოცნებობს.
ჟერარ რომეროს მიერ გუშინ და დღეს გავრცელებული ცნობებით 25 წლის ფეხბურთელის "ბარსელონაში" გადმოსვლა თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტრანსფერი დასრულებულია, რადგან კატალონიელებს ბრაზილიელის შესაძენად საჭირო ფული საშოვნი აქვთ.
ESPN-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, რაფინია მზადაა, "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების მოგვარებას 6 თვე ან თუნდაც ერთი წელიც კი დაელოდოს და კატალონიაში ამის შემდეგ გადავიდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]