ოსკარ მინგესას მსურველი იტალიაში გამოუჩნდა

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ოსკარ მინგესა "ბარსელონას" დატოვებს.
ახალგაზრდა მცველი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და მას შეატყობინა, რომ 4 ივლისს გასამართ ვარჯიშზე არ გამოცხადდეს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მინგესას შეძენით სერია ა-ში აღზევებული "მონცა" დაინტერესდა - 23 წლის ფეხბურთელის იტალიური კლუბის ერთ-ერთი სამიზნეა.
"ბარსას" სურს, ოსკარი გაყიდოს ან იჯარით გაუშვას. ადრე გავრცელებული ცნობებით, მას შემოთავაზებები ესპანეთიდან, გერმანიიდან და ინგლისიდანაც აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]