ბარსელონა რეი მანაის ხეტაფეში ყიდის

ბარსელონა რეი მანაის ხეტაფეში ყიდის

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "ბარსელონა" რეი მანაის გაშვებასთან ახლოსაა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ბარსა" და "ხეტაფე" ალბანელი თავდამსხმელის თაობაზე მოლაპარაკებებს აწაროებენ და შეთანხმებას უახლოვდებიან.

25 წლის ფეხბურთელი, რომლითაც "უოტფორდიც" ინტერესდება, გასულ სეზონში "სპეციაში" იყო განათხოვრებული, მაგრამ იტალიელებმა მის 2.7 მილიონ ევროდ გამოსყიდვაზე უარი თქვეს.

რეი იმედოვნებს, რომ ტრანსფერი ორშაბათამდე შედგება. "ხეტაფესა" და "უოტფორდის" გარდა, მას შემოთავაზებები გერმანიიდან და იტალიიდანაც აქვს.

"ბარსელონამ" მანაი 2020 წელს, "ალბასეტედან" 2 მილიონად იყიდა. "ბარსა ატლეტიკის" რიგებში მის ანგარიშზე 31 მატჩი, 16 გოლი და 2 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 4 ივლისი 2022 01:14
    0
    ბორხა მაიორალის შემცველად მიდის ანუ ეს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ივლისი 2022 18:43
    0
    და ჩვენ რამდენად ვყიდით?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივნისი 2022 20:03
    0
    მე მეგონა ეს სპეციაში გაყიდული გვყავდა. ჩვეულებრივი საშუალო დონის მოთამაშეა და 5 მილიონის აღება შეიძლება ამაში. უოტფორდს თან ექნება გადახდის თავი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.