ული ჰიონესი: ბარსელონას შეუძლია, თავისი შეთავაზებები თავისთვისვე შეინახოს

"ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი, ული ჰიონესი "ბარსას" მიმართ მორიგ ცინიკურ კომენტარს აკეთებს.
სხვადასხვა საუბრის მოსმენის შემდეგ და იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რაც მიუნხენში განვითარდა, უნდა ვთქვა, რომ "ბარსელონას" შეუძლია, თავისი შეთავაზებები თავისთვისვე შეინახოს. მათ ახალ წინადადებაზე არაფერი ვიცი.
ვფიქრობ, ჰასან სალიჰამიჯიჩის, ოლივერ კანისა და ჰერბერტ ჰაინერის განცხადებები, რომ ლევანდოვსკი გუნდში კონტრაქტის ამოწურვამდე უნდა დარჩეს, ნათელი იყო.
- ციტირებს გერმანელის სიტყვებს Sky Sport.
როგორც ცნობილია, "ბარსელონა" პოლონელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბაიერნს" 40 მილიონ ევროსა და პლუს, ბონუსის სახით, 5 მილიონს სთავაზობს, მაგრამ გერმანელები ამ წინადადებას ჯერ კიდევ არ პასუხობენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]