ტრინკაუს ტრანსფერს ხელს FIFA-ს ახალი წესი უშლის

ჯერ კიდევ "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფრანსიშკუ ტრინკაოს ლისაბონის "სპორტინგში" იჯარით გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ გარიგებას ხელი FIFA-ს ახალმა რეგულაციამ შეუშალა.
იანვარში ფიფამ საიჯარო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ახალი წესები მიიღო. ერთი წესის თანახმად ორ კლუბს შორის მაქსიმუმ 3 ფეხბურთელი უნდა იყოს განათხოვრებული, მეორე წესი კი ტრინკაუს ტრანსფერს ეხება. რეგულაციით, რომელიც ძალაში 1 ივლისს შედის, 21 წელს გადაცილებული ფეხბურთელის განათხოვრება მაქსიმუმ 1 წლით შეიძლება.
"ბარსელონა" და "სპორტინგი" აპირებდნენ, ტრინკაუს პორტუგალიურ კლუბში 2 წელი იჯარით ეთამაშა, რის შემდეგაც ლისაბონელებს მისი 20-25 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება ექნებოდათ. ახლა ტრანსფერი საფრთხეშია, რადგან "სპორტინგი" დარწმუნებული არაა, რომ ერთი წლის შემდეგ ამ თანხის გადახდას შეძლებს, ორწლიანი იჯარა კი აღარ შეიძლება, რადგან ტრინკაუ უკვე 22 წლისაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]