ბარსელონა რაფინიასთვის ბრძოლაში ბრუნდება

იმის მიუხედავად, რომ "ჩელსი" და "ლიდს იუნაიტედი" რაფინიას ტრანსფერზე შეთანხმდნენ, "ბარსელონა" ბრაზილიელი შემტევისთვის ბრძოლას განაგრძობს.
დღეს ფეხბურთელის აგენტი დეკუ "ბარსელონას" ოფისში ორჯერ იმყოფებოდა. ამ შეხვედრების შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა, ჟერარ რომერომ განაცხადა, რომ "ბარსა" 25 წლის მარჯვენა შემტევისთვის ბრძოლაში ბრუნდება.
მსგავს ინფორმაციას ავრცელებს ჯანლუკა დი მარციოც, რომელიც აცხადებს, რომ რაფინიას ნომერ პირველი მიზანი "ბარსელონაში" გადასვლაა.
ცნობილია, რომ "ჩელსი" ფეხბურთელში 70-75 მილიონ ევროს იხდის, "ბარსელონას" კი ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]