კამპ ნოუმ PIMEC-ის დაჯილდოებას უმასპინძლა

ორშაბათს "კამპ ნოუს" მოედანზე ხალხმრავლობა იყო. "ბარსელონას" საშინაო არენამ PIMEC-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას უმასპინძლა.
PIMEC მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კატალონიური გაერთიანებაა.
ღონისძიებას არაერთი მაღალჩინოსანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქვეყნის პირველი პირი პედრო სანჩესი, კატალონიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი პერე არაგონესი, ბარსელონას მერი ადა კოლაუ და PIMEC-ის პრეზიდენტი ანტონიო კანიეტე. "ბარსელონას" მხრიდან ღონისძიებას ჟოან ლაპორტა, რაფა იუესტე, ელენა ფორტი, ედუარდ რომეუ და მიკელ კამპსი დაესწრნენ. სულ ღონისძიება დაახლოებით 1500 სტუმარი ჰყავდა.
ეს სწორედ ის ღონისძიებაა, რომლის სურათებიც ინტერნეტში ისე გავრცელდა, თითქოს "კამპ ნოუ" ქორწილს მასპინძლობდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]