სავარაუდო მიზეზი, რომლის გამოც რომამ ბარსელონასთან თამაშზე უარი თქვა

სავარაუდო მიზეზი, რომლის გამოც რომამ ბარსელონასთან თამაშზე უარი თქვა

იტალიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც "რომას" მიერ გამპერის თასზე თამაშზე უარის თქმას ეხება.

გუშინწინ ცნობილი გახდა, რომ "რომამ" "ბარსელონასთან" არსებული შეთანხმება ცალმხრივად დაარღვია და 6 აგვისტოს გასამართ გამპერის თასზე თამაშზე უარი თქვა.

"ბარსელონას" განცხადებიდან ირკვევა, რომ იტალიურმა კლუბმა ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააკეთა. "რომა" კი ირწმუნება, რომ მიზეზი ამხანაგური თამაშების თავიდან დაგეგმვაა - თითქოს რომაელებმა სეზონის სტარტზე მოგზაურობისგან თავი შეიკავეს.

იტალიური Corriere dello Sport "რომას" მიზეზს საეჭვოდ უყურებს. ჟურნალისტებს არ სჯერათ, რომ ჟოზე მოურინიოს მსგავსმა სპეციალისტმა, რომელიც ყველაფრის წინასწარ დაგეგმვითაა ცნობილი, გეგმებში ასეთი კორექტივები შეიტანა.

იგივე იტალიური წყარო რეალური მიზეზის სავარაუდო ვერსიას აჟღერებს.

"რომას" მესაკუთრეს, დენ ფრიდკინს "პარი სენ-ჟერმენისა" და ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) პრეზიდენტთან, ნასერ ალ-ხელაიფისთან კარგი ურთიერთობა აქვს. ხელაიფის კი "ბარსელონასთან" აქვს ცუდი ურთიერთობა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სუპერ ლიგის პროექტია. ცნობილია, რომ "პარი სენ-ჟერმენი" ამ პროექტის წინააღმდეგია და სწორედ ამიტომ ნასერ ალ-ხელაიფი ევროპული კუბების ასოციაციის პრეზიდენტის პოსტით დასაჩუქრდა.

Corriere dello Sport-ის ვერსიით ხელაიფიმ ფრიდკინს ურჩია, სუპერ ლიგას შემორჩენილ კლუბებთან ამხანაგური თამაშების ჩატარებისგან თავი შეიკავოს. ასეთი კლუბი კი სულ სამია - "ბარსელონა", "რეალი" და "იუვენტუსი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 29 ივნისი 2022 17:19
    0
    იმედია ამ #როჭობას არ შეარჩენენ რომას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 29 ივნისი 2022 15:52
    6
    იმედია იუვენტუსთანაც არ აუკრძალავს თამაშს იტალიის ჩემპიონატში.