ბარსელონას კესიესა და კრისტენსენის კონტრაქტების შეცვლა სჭირდება

"ბარსელონას" ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის უფასოდ დამატების საკითხი გარკვეული აქვს, მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, თუმცა კატალონიურ კლუბს უკვე არსებულ კონტრაქტებში კორექტივების შეტანა დასჭირდა.
კესიესა და კრისტენსენის ტრანსფერების გაოფიციალურებას 30 ივნისის შემდეგ ველით, როდესაც ისინი თავისუფალი აგენტები იქნებიან. "მილანის" ნახევარმცველსა და "ჩელსის" ცენტრალურ მცველს "ბარსასთან" შეთანხმებები უკვე აქვთ, მაგრამ კატალონიურ გუნდს ამ შეთანხმებებში ცვლილებების შეტანა სურს.
Sport-ის ცნობით "ბლაუგრანა" ფეხბურთელებთან არსებულ შეთანხმებებს პატივს სცემს, მაგრამ მათი კორექტირების სურვილს გამოთქვამს. საუბარი შეთანხმებული ხელფასების მცირედით შემცირებაზეა. მიზეზი კი ისაა, რომ "ბარსელონას" ეს ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის პირობების დასაკმაყოფილებლად სჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]