ბარსელონა კუნდესთვის ბრძოლაში ფავორიტია

ბარსელონა კუნდესთვის ბრძოლაში ფავორიტია

"ბარსას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე, ჟიულ კუნდე "ჩელსის" რადარზე ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ, Telegraph-ის ცნობით, ლონდონელები მატიას დე ლიხტის ტრანსფერზე გადაერთვნენ და ახლა მათი პრიორიტეტი სწორედ ნიდერლანდელია.

რა თქმა უნდა, ეს "ბარსელონასთვის" კარგი სიახლეა და ფრანგი მცველის შეძენის შანსები გაეზარდა. "სევილია" მას მარტივად არ ელევა და გამოსასყიდ თანხას მოითხოვს, მაგრამ, ისიც აღსანიშნავია, რომ ჟიულის კონტრაქტი 2 წელში იწურება და, შესაძლოა, ანდალუსიელთა მხრიდან ეს არასწორი ნაბიჯი აღმოჩნდეს, რადგან მომავალ ზაფხულში ის ბევრად იაფი ეღირება.

საიდუმლო არაა, რომ ჩავი ერნანდესს კიდევ ერთი უკანახაზელის მოყვანა სურს. კლუბმა ანდრეას კრისტენსენი დაიმატა, მაგრამ სწრაფი მცველიც უნდა - კანდიდატი ორია: კუნდე და კულიბალი. ფრანგი უფრო ახლაგაზრდაა, მაგრამ სენეგალელზე ბევრად ძვირი ღირს.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ჩავიმ ჟიულთან ისაუბრა და გუნდის პროექტი გააცნო. ამიტომაც, კუნდეს მხოლოდ "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს, რასაც ფაბრიციო რომანოც ადასტურებს და დასძენს, რომ ამ მომენტში "სევილია" მის სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს ითხოვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 28 ივნისი 2022 21:14
    0
    დიეგო კარლოსს ალბათ რეკიკი შეუწყვილდება
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 ივნისი 2022 17:14
    0
    ფაქტიურად ფრენკში ვცვლით ისე გამოდის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 ივნისი 2022 17:01
    0
    იდეალური იქნება ამის მოყვანა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 28 ივნისი 2022 15:42
    1
    იდეალურია ბარსასთვის, რაც ამის მინუსებია ის არაუხოს პლიუსებია და პირიქით, ამიტომ ერთმანეთს იდეალურად შეუწყვილდებიან
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ივნისი 2022 15:20
    1
    ყველა ვარიანტში სანამ ამისი ფასი 80 მილიონს მიაღწევს %რაკი უნდა გაანძრიო და დაითრიო ლაპორტ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივნისი 2022 14:20
    1
    ფულს თუ გადაიხდი ფავორიტიც ხარ და მოგიწოწნის კიდეც. ლაპორტას ამის დათრევა ლენგლეს უკან შეტენვით უნდა და მასე არაო
    Culé [?]
    #1 28 ივნისი 2022 14:14
    3
    დამღლელია ეს არაფრის მომცემი სტატიები, ფავორიტია ა.შ. ბილოს სამში გრძელი უკავია ლაპორტას, საქმე რეალურად არ კეთდება მხოლოდ ჭორები. აი ჯერ გადახტენ და ჰოპა მერე დაიძახონ მათი უსუსური კომენტარებით ფასს ხელოვნურად აზრდევინებენ ყიდვით კოდე ვერავის ყიდულობენ ჯერ გასაშვები ვინცაა ის გაუშვან ასე არაფერი გამოვა.