რონალდ კუმანი: ბარსელონა წარსულით ცხოვრობს, ფეხბურთი შეიცვალა

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ყოფილმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ცოტა ხნის წინ Esport3-ს ინტერვიუ მისცა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბზეც ისაუბრა და რა თქმა უნდა, საუბარი საინტერესო გამოვიდა.
მას შემდეგ, რაც მწვრთნელი აღარ ვარ, დროს მოგზაურობასა და ოჯახს ვუთმობ. ცხოვრება მშვენიერია და "ბარსელონაში" ჩემ ყოფნასთან შედარებით, უფრო დასვენებული ვარ.
"ბარსელონაში" მუშაობის დროს ფეხბურთელები ჩემ წინააღმდეგ არასდროს ყოფილან.
ჩემი პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც პრეზიდენტი შეიცვალა. პრეზიდენტს ყოველთვის შეუძლია, მწვრთნელში ეჭვი შეიტანოს, მაგრამ ეს კლუბს შიგნით უნდა ხდებოდეს. ჩემ შემთხვევაში კი ამბები პრესაში ხვდებოდა, რაც მისი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო. ძალიან რთული წელიწადნახევარი გამოვიარე.
ლევანდოვსკი დიდებული ფეხბურთელია, გოლეადორი, მაგრამ იქნება ის ასეთი 35 წლის ასაკში? მე მასში 50-60 მილიონს არ გადავიხდიდი.
ფრენკი დე იონგზე მხოლოდ ის ვიცი, რომ მას "ბარსელონაში" დარჩენა უნდა. მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ დარჩენა სურს. არ ვიცი, აპირებს თუ არა "ბარსა" მის გაყიდვას და თუ აპირებს, ამას ფულის გამო აკეთებს თუ არა. პირადად ჩემთვის ფრენკი "ბარსელონასთვის" ძალიან კარგი ფეხბურთელია.
დომინანტური თამაშის მოყვარული ვარ. როდესაც 3 ცენტრალური მცველით, სულ კი 5 მცველით თამაშობ, ვერ იტყვი, რომ ეს დაცვითი სისტემაა. ამ სისტემით 3-4 თვის განმავლობაში ჩვენ ბოლო წლების საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებდით. ამის საუკეთესო მაგალითი "ბილბაოსთან" გამართული ფინალი იყო.
"ბარსელონა" წარსულით ცხოვრობს, 4-3-3-ით, ტიკი-ტაკათი... ფეხბურთი შეიცვალა, ახლა ის უფრო სწრაფი და უფრო ფიზიკურია. წარსულით ვერ იცხოვრებ. ჩავი, ინიესტა... და მესი, რომელიც, სხვათა შორის, წამართვეს. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]