ოფიციალური განცხადება: რომამ გამპერის თასზე თამაშზე უარი თქვა, ბარსელონა ჩივილს აპირებს

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა - იტალიურმა "რომამ" გამპერის თასზე თამაშზე უარი განაცხადა.
ცნობილი იყო, რომ "ბარსელონასა" და "რომას" 6 აგვისტოს კატალონიური კლუბის დამაარსებლის სახელობის ამხანაგურ ტურნირზე უნდა ეთამაშათ. ერთმანეთს შეხვდებოდნენ როგორც მამაკაცების, ასევე ქალების გუნდები.
"ბარსელონას" მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ "რომამ" შეთანხმება ცალმხრივად, უმიზეზოდ ჩაშალა.
"ბლაუგრანა" ახალი მეტოქის ძებნას იწყებს, გულშემატკივრებისთვის ბილეთების თანხის დაბრუნება კი უახლოეს 24 საათში დაიწყება.
"ბარსელონა" სწავლობს შესაძლებლობას, რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს იმისათვის, რომ კლუბმა "რომას" მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად უჩივლოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]