ბარსელონას მემფის დეპაის გაყიდვა სურს

დღეს, "ბარსელონამ" კლუბის ოფისში მემფის დეპაის აგენტებთან შეხვედრა გამართა, რომლის ზუსტი მიზეზიც უცნობია.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს ნიდერლანდელის დარჩენა სურს, მაგრამ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ ახლა მის გასაყიდად სწორი დროა, რადგან ფეხბურთელის კონტრაქტი 2023 წელს იწურება.
"ბარსა" აცნობიერებს, რომ თუ დეპაი გუნდში დარჩება, მისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივება მოუწევს, რომ მომავალ ზაფხულში უფასოდ არ დაკარგოს, მაგრამ ეს არ სურს და ურჩევნია, მემფისი ახლა გაასხვისოს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]