ჟიულ კუნდეს ფასი 80 მილიონ ევრომდე გაიზრდება

მიმდინარე ზაფხულში "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ჟიულ კუნდეა, მაგრამ მისი შეძენა მარტივი არ იქნება.
Sport-ის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, "სევილიას" ფრანგის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო სურს, მაგრამ, 5 ივლისიდან ფეხბურთელის კონტრაქტში 80-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი გააქტიურდება, რის შემდეგაც ანდალუსიელები სწორედ ამ თანხას მოითხოვენ.
ამავე წყაროს ცნობით, "ბარსა" მატიას დე ლიხტის ტრანსფერს გამორიცხავს, რადგან მისი ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება და თანაც, ახალგაზრდა მცველს მაღალი ხელფასი აქვს. ნიდერლანდელი ლონდონის "ჩელსის" რადარზეა, რის გამოც კუნდე მათთვის პრიორიტეტი აღარაა, ეს კი კატალონიურ კლუბს ხელს უწყობს, მაგრამ ფრანგის გაფორმება მაინც რთულია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]