შესაძლოა, ლუის სუარესი რივერ პლეიტში გადავიდეს

შესაძლოა, ლუის სუარესი რივერ პლეიტში გადავიდეს

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა არგენტინაში გააგრძელოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ურუგვაელის გადაბირებაზე "რივერ პლეიტი" ოცნებობს - არგენტინულმა კლუბმა ვეტერან თავდამსხმელს შეთავაზება უკვე გაუკეთა და პასუხს ელის, მაგრამ სუარესი ფიქრისთვის დროს ითხოვს. 

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, "ელ მონუმენტალის" ბინადრები ლუისს, ხულიან ალვარესის (რომელიც "მანჩესტერ სიტიში" გადადის) შეცვლას სთავაზობენ.

ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" გუნდში "ელ პისტოლეროს" დაბრუნების საკითხს განიხილავდა, თუმცა, იგი რობერტ ლევანდოვსკის ალტერნატივად მოიაზრება, რის გამოც კატალონიურმა გრანდმა სუარესს აგვისტომდე მოცდა სთხოვა. მაგრამ, ურუგვაელს სხვა გეგმები აქვს და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის ასე დაყოვნების პერსპექტივა არ ხიბლავს.

ლუის სუარესი "ბარსაში" 2014-20 წლებში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 281 მატჩი, 194 გოლი და 113 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 28 ივნისი 2022 17:58
    0
    ისე მესი რო აქ იყოს ნამდვილად მოიცდიდა სუარესი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 28 ივნისი 2022 00:15
    0
    კი ღიპიაქ სერიოზული მაგრამ მინიმუმ 1 სეზ9ნი კიდევ შეუძლია ტოპ 5 ლიგაში,მერე კი ალბათ ვეღარ გაქაჩავს, ეჰჰ ამნაირი ფორვარდი გვყავდეს ახლააა😒😒
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ივნისი 2022 22:44
    0
    ადრეა ჯერ ცოტა ხანს იყოს კიდევ ევროპაში სუა🥰🥰
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 27 ივნისი 2022 22:14
    0
    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    არ გადასულა ოფიციალურად.

    რომანო თითქმის არასდროს ცდება!
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    მწერალი [?]
    #2 27 ივნისი 2022 21:50
    0
    არ გადასულა ოფიციალურად.
    --------------------
    🔵🔴
    Culé [?]
    #1 27 ივნისი 2022 21:39
    0
    ალტ ინფომ გამოაცხადა, რომ ოფიციალურად გადავიდა, ფაბრიციომაც თქვა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა