ცოტა ხნის წინ ბარსელონას ოფისში შეხვედრა გაიმართა

ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ოფისში შეხვედრა გაიმართა.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, კლუბის ოფისში მატეუ ალემანი, რაფა იუსტე და ფრან კარბო 3 ადამიანს შეხვდნენ.
წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ უსმან დემბელეს აგენტი ბარსელონაშია, შეხვედრა მასთან დაკავშირებული არ ყოფილა და "ბარსას" შტაბის წევრები მემფის დეპაის აგენტებს გაესაუბრნენ.
ჯერჯერობით, შეხვედრის მიზეზი უცნობია, მაგრამ, რომეროს აზრით, ის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლას ეხებოდა.
დეპაის "ბარსელონური" მომავალი გაურკვეველია. ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, კლუბში არც მის გაყიდვას გამორიცხავენ და არც დარჩენას.
თუ "ბლაუგრანა" ნიდერლანდელის გაყიდვას გადაწყვეტს, ეს ამ ზაფხულში უნდა გააკეთოს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ წელს მემფისს უფასოდ დაკარგავს. შესაბამისად, თუ იგი გუნდში დარჩება, კატალონიურ გრანდს მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება მოუწევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]