ობამეიანგი ლევანდოვსკის არ უშინდება | Sport ობაზე, ტრინკაუზე, აკომაშსა და ტორეზე

ობამეიანგი ლევანდოვსკის არ უშინდება | Sport ობაზე, ტრინკაუზე, აკომაშსა და ტორეზე

კატალონიური გამოცემა Sport პიერ-ემერიკ ობამეიანგზე, ფრანსიშკუ ტრინკაუზე, ილიას აკომაშსა და პაბლო ტორეზე წერს.

ობამეიანგი | გაბონელი აცნობიერებს, რომ "ბარსაში" რობერტ ლევანდოვსკის გადმოსვლის შემთხვევაში, სათამაშო დრო შეუმცირდება, მაგრამ ის პოლონელს არ უშინდება და შეეცდება, შანსების მიღებისას მაქსიმუმი გაიღოს.

ტრინკაუ | "ბარსელონა" და ჟორჟე მენდეში ფრანსიშკუს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძნობენ. ლისაბონის "სპორტინგს" ახალგაზრდა შემტევის იჯარით აყვანა სურს, მაგრამ კატალონიური გრანდი ფულს ითხოვს.

შესაძლოა, პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალი ამერიკული ტურის შემდეგ გადაწყდეს.

აკომაში & ტორე | ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ, პაბლო ტორე და ილიას აკომაში ძალიან კარგი მეგობრები გახდნენ. ილიასმა პაბლოს "ბარსას" შესახებ საინტერესო ფაქტები მოუყვა და, ჩავისთან ერთად, ტორეს კატალონიურ კლუბში გადმოსვლაზე დიდი გავლენა იქონია.

აკომაში და ტორე 4 ივლისს პრესეზონს პირველ გუნდთან ერთად დაიწყებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 27 ივნისი 2022 20:00
    1
    ობა არის უმაგრესი ფორვარდი, შემსრულებელია, პასი გაუკეთე და საჯარიმოს ნებისმიერი წერტილიდან გაიტანს,მიყვარს ობააა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 27 ივნისი 2022 19:56
    1
    მე ვამბობ რომ ობამა გაქაჩავს შემდეგ სეზონშიც და ბევრს გოლს შეაგდებს დარწმუნებული ვარ, ტრინკაოს რაც შეეხება, პრესეზონზე გადაწყდება წესით მაგას კოლადოსა და აბდეს შორის რომელი წავა და რომელი დარჩება
    Culé [?]
    #3 27 ივნისი 2022 19:47
    1
    მშვენიერია, ნამდვილი პროფესიონალია ობამა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 ივნისი 2022 18:19
    1
    აკომაჩი კარგი ბიჭია. მშვენივრად ამწვავებდა, უბრალოდ დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირდა. კოლადო, ტრინკაუ, ეზალზული ამ სამიდან ერთი დარჩება პრე სეზონის შემდეგ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 27 ივნისი 2022 16:45
    1
    რა თქმა უნდა არ უნდა შეუშინდეს, მესი იმ დროს მოვიდა ბარსაში რონალდინიო რო მეფობდა მაგრამ ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა კონკურენციაზე. ასეა თუ კონკურენციის გეშინია ვერ გახდები პირველი. ბენზემა გახსოვთ ან იგუაინი? რონალდუს სახელის გაგონებისაც რო ეშინოდათ და მუხლები უკანკალებდათ, წავიდა რონალდუ და ბენზემამ რო იტყვიან მოითქვა სული და აჩვენა რა შეუძლია. თუმცა მახსოვს მაგისი იმედი მადრიდისტებსაც კი არ ქონდათ, რას ეძახდნენ კი გახსოვთ. ეხლა კი ოქროს ბურთს ითხოვენ მისთვის. აგერ ბრეითვეიტსაც არ ეშინია კონკურენციის და ძირითადში რო ხვდებოდა თავს დებდა მოედანზე, ნუ რა ვუყოთ რო კლასი ვერ მოსდევდა ბოლომდე. ისე რომ სწორედაც მშვენიერია რო გუნდში რამდენიმე თავდამსხმელი გყავს და არავის კონკურენციის არ ეშინია.