კესიემ და კრისტენსენმა, შესაძლოა, 4 ივლისს ივარჯიშონ

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონა" ფრანკ კესიესა და ანდრეას კრისტენსენის ტრანსფერებს, ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებისთანავე ოფიციალურად დაადასტურებს.
ისინი "ბარსას" რადარზე დიდი ხნის განმავლობაში იყვენენ, ნოემბერში კი ჩავი ერნანდესმა ხელმძღვანელობას საბოლოო დასტური მისცა. მწვრთნელმა მათი სპორტული მხარე, პირადი ცხოვრება, ხასიათი და სხვა ასპექტები შეისწავლა, რითაც კმაყოფილი დარჩა.
კესიე გუნდის სხვა ნახევარმცველებისგან განსხვავებული სტილის მოთამაშედ მიიჩნევა - ის ფიზიკურად ძლიერია, ბევრ დუელს იგებს და პენალტებს კარგად ასრულებს. ჩავი კოტ-დ'ივუარელის ცენტრში დაყენებას გეგმავს, მაგრამ გამორცხული არაა, საყრდენადაც გამოიყენოს.
რაც შეეხება კრისტენსენს - კლუბში მიაჩნიათ, რომ ის "ბარსელონას" დონეს შეესაბამება და თავისი სტილის გამო ადაპტაცია არ გაუჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერს მხარს ალბერ კაპელიასიც უჭერდა, რომელსაც ანდრეასთან დანიის ნაკრებში უმუშავია და რომელიც ამჟამად "ბლაუგრანას" აკადემიას უძღვება.
სამწვრთნელო შტაბი ორივე ფეხბურთელს ჩავის პროექტისთვის კარგ დანამატად მიიჩნევს და სჯერა, რომ ისინი ბევრს გააკვირვებენ.
წყაროს ცნობით, შესაძლოა, კესიე გუნდს 4 ივლისს, ვარჯიშის განახლებიდან პირველივე დღეს შეუერთდეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კრისტენსენმა სანაკრებო პაუზის დროს ითამაშა, სესიაზე არც მის გამოცხადებას გამორიცხავენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]