ევრო 2022-ზე ესპანეთიდან ბარსელონას 9 ფეხბურთელი ითამაშებს
ესპანეთის ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე ვილდამ ევროპის მოახლოებული ჩემპიონატისთვის განაცხადი დაასახელა.
გასაკვირი არაა, რომ 23-კაციან განაცხადში "ბარსელონადან" ყველაზე მეტი, 9 ფეხბურთელი მოხვდა. "ლა როხაში" სანდრა პანიოსს, მაპი ლეონს, ირენე პარედესს, ანდრეა პერეირას, ალექსია პუტელიასს, აიტანა ბონმატის, პატრი გიხაროს, მარიონა კალდენტეისა და კლაუდია პინას უხმეს.
ევროპის ქალთა ჩემპიონატი, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს, 6 ივლისს დაიწყება და 31 ივლისამდე გაგრძელდება.
ესპანეთის ნაკრები ჯგუფში გერმანიასთან, დანიასთან და ფინეთთან ერთად მოხვდა.
ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად სწორედ ესპანეთის ნაკრები ითვლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]