არსენალი რაფინიასთვის ბრძოლას გამოეთიშა; ბარსა ფასის შემცირებას ცდილობს

"ლიდსის" 25 წლის შემტევისთვის - რაფინიასთვის ბრძოლაში "ბარსელონას" კონკურენციას "არსენალი" უწევდა, თუმცა, ლონდონელები რბოლას გამოეთიშნენ.
Sport-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიელს მხოლოდ "ბარსაში" თამაში სურს და კვლავ კატალონიურ კლუბს ელოდება. თანაც, აღსანიშნავია ისიც, რომ "მეთოფეებმა" "მანჩესტერ სიტიდან" გაბრიელ ჟეზუსის ტრანსფერი თითქმის დახურეს, რამაც მათ გადაწყვეტილებაზე (რაფინიასთვის თავის დანებება) გავლენა ასევე იქონია.
წყაროს ცნობით, "ლიდს იუნაიტედი" ახალგაზრდა ფეხბურთელში 50 მილიონს ითხოვს, მაგრამ მატეუ ალემანი ამ თანხის შემცირებას შეეცდება. "ბარსა" მზადაა, რაფინიაში 40-45 მილიონი ევრო გადაიხადოს, თავად მოთამაშე კი პრემიერ ლიგის კლუბების შემოთავაზებების დაბლოკვას აგრძელებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 17 ]