15 წელი ტიერი ანრის პრეზენტაციიდან
დღეს ზუსტად 15 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც თავისი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი ტიერი ანრი "ბარსელონას" წევრი გახდა.
2007 წლის 25 ივნისს "კამპ ნოუზე" ტიერი ანრის პრეზენტაციის სანახავად 30 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა. ეს კლუბის ისტორიაში მსგავს ღონისძიებაზე დასწრების მე-5 ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ანრიზე მეტი გულშემატკივარი იბრაჰიმოვიჩის (60 ათასი), ნეიმარის (56 500), დავიდ ვილიასა (35 000) და სესკ ფაბრეგასის (35 000) პრეზენტაციებს დაესწრო.
ტიერი ანრიმ "ბარსელონაში" 3 წელი დაყო. 2007-2010 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 121 შეხვედრა ჩაატარა, 49 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ტიტიმ" კატალონიელებთან ერთად 7 ტიტული მოიგო, აქედან 6 2009 წელს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]