ბარსელონამ ბაიერნს მორიგი შეთავაზებით მიმართა

"ბარსელონამ" რობერტ ლევანდოვსკისთან დაკავშირებით "ბაიერნს" მორიგი წინადადებით მიმართა.
ფაბრიციო რომანოსა და BILD-ის ინფორმაციით, ახალი შეთავაზება 35 მილიონ ევროს (+5 მილიონი ბონუსები) მოიცავს, თუმცა, რთულად სავარაუდოა, გერმანელები ამ წინადადებას დათანხმდნენ, რადგან ისინი ფეხბურთელის გასხვისებას 50 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ.
"ბარსას" პირველი შეთავაზება 32-მილიონიანი (+5 მილიონი ბონუსები) იყო, რასაც "რეკორდმაისტერმა" პასუხი არ გასცა. Sport-ის ცნობით, მომავალ კვირაში "ლურჯ-ბროწეულისფერები" პოლონელის სანაცვლოდ "ბაიერნს" 40 მილიონსა და ბონუსებს შესთავაზებენ.
"ბარსელონა" ლევანდოვსკის აგენტ პინი ზაჰავის დაჰპირდა, რომ მისი კლიენტის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს - კატალონიური კლუბი მცდელობას ბოლო წუთამდე გააგრძელებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
1 2
კომენტარები [ 25 ]