ხავიერ ტებასი: ბარსელონას ლევანდოვსკის, ბერნარდუ სივლასა და სხვების შეძენა შეეძლება

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ბოლო დროს "ბარსელონას" მიმართ აშკარად დამტკბარია.
რამდენიმე კვირის წინ ტებასმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" რობერტ ლევანდოვსკის შეძენა არ შეუძლია. ამ განცხადების გამო ის არაერთხელ გააკრიტიკეს. ბოლო დროს ლა ლიგის პრეზიდენტმა "ბარსელონა" არაერთხელ შეაქო, დღეს კი კონკრეტული განცხადებაც გააკეთა.
გიდასტურებთ, რომ თუ "ბარსელონა" აქტივების გასხვისებას მოახერხებს, ეს კლუბი ლევანდოვსკის, ბერნარდუ სივლასა და სხვების შეძენას შეძლებს.
- ციტირებს ტებასის სიტყვებს COPE.
საუბარი იმ აქტივებზეა, რომელთა გასხვისების უფლებაც "ბარსელონამ" დელეგატებისგან რამდენიმე დღის წინ მიიღო. საუბარი კომპანია BLM-ის 49%-ისა და სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვაზეა. ლაპორტას თქმით სატელევიზიო უფლებების გაყიდვა ივნისის ბოლომდე მოესწრება, BLM-ის გაყიდვა კი - ივლისში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 11 ]