სადიო მანემ ბარსელონასთან 4-0 მოგება გამოარჩია

სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია. 30 წლის სენეგალელი თავდამსხმელის ინგლისიდან გერმანიაში გადასვლა "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის იმ მხრივაა მნიშვნელოვანი, რომ ეს "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკის "ბლაუგრანაში" გადმოსვლის შანსებს ზრდის. თუმცა მანემ ჩვენი ყურადღება სხვა მხრივაც მიიქცია.
ახალ გუნდში პრეზენტაციის დროს სადიო მანეს დაუსვეს შეკითხვა, თუ რომელი იყო მისი ფავორიტი მომენტი "ლივერპულში" გატარებული პერიოდიდან. სადიომ "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის ავადსახსენებელი თამაში გაიხსენა. ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბლაუგრანას" "ლივერპული" 3-0 ჰყავდა დამარცხებული, განმეორებით შეხვედრაში კი მერსისაიდელებმა 4-0 მოგვიგეს.
უპირველესად 2019 წელს გავიხსენებდი, როდესაც "ბარსელონა" ჩვენ მოედანზე დავამარცხეთ. ეს შესანიშნავი იყო. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაც მოვიგეთ. ჩემთვის ეს საუკეთესო მომენტი იყო, ან მომენტი, რომელიც ჩემ მეხსიერებაში აუცილებლად სამუდამოდ დარჩება.
- ციტირებს სადიო მანეს სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]