პაულო დიბალა კამპ ნოუზე თამაშზე ოცნებობს

ჟურნალისტ ალფრედო მარტინესის ინფორმაციით, "იუვენტუსის" ყოფილ შემტევს, პაულო დიბალას "ბარსაში" თამაში სურდა.
როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, არგენტინელმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა, რადგან "კამპ ნოუზე" ასპარეზობაზე ოცნებობს, მაგრამ მისი კანდიდატურა ჟორდი კრუიფმა და ჩავი ერნანდესმა გამორიცხეს.
დიბალა ერთ კვირაში თავისუფალი აგენტი ხდება, რაც ნიშნავს, რომ იგი "იუვეს" უფასოდ დატოვებს. გავრცელებული ცნობებით, პაულოს მომავალი კლუბი მილანის "ინტერი" იქნება.
რაც შეეხება "ბლაუგრანას" სამიზნეებს - თავდამსხმელებს შორის კატალონიელთა რადარზე რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია და ანხელ დი მარია არიან.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 13 ]