რაფინია და დი მარია ისევ ბარსელონას ელოდებიან

რაფინია და დი მარია ისევ ბარსელონას ელოდებიან

რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში იყოს "ბარსელონა", ის ფეხბურთელებისთვის მაინც სასურველი კლუბია. ამას რაფინიასა და ანხელ დი მარიას შემთხვევაც ადასტურებს.

რაფინიას ინგლისში არაერთი მსურველი ჰყავს. "ლიდსის" ბრაზილიელი შემტევის დამატება "არსენალს", "ჩელსისა" და "ტოტენჰემს" სურთ. ამ კლუბებმა "ლიდსის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ მოახერხეს, მაგრამ რომც მოახერხონ, თუ Sport-ს დავუჯერებთ, რაფინია მაინც იქამდე მოცდას აპირებს, სანამ "ბარსელონაში" გადასვლის შანსი ექნება. ეს კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. უპირველესად, უსმან დემბელემ კატალონიური გუნდი უნდა დატოვოს, შემდეგ კი "ბარსა" და "ლიდსი" შეთანხმდნენ, რაც მარტივი არ იქნება.

კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია ანხელ დი მარია, რომელიც რაფინიას ალტერნატივად განიხილება. "ბარსა" არგენტინელის დამატებით იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ ვერც დემბელეს შეინარჩუნებს და ვერც რაფინიას დაიმატებს. დი მარიას ერთადერთი აქტიური მსურველი ჰყავს - "იუვენტუსი", რომელიც ვეტერან შემტევს აჩქარებს, თუმცა არგენტინელმა მაინც გადაწყვიტა, "ბარსელონას" დაელოდოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 23 ივნისი 2022 20:21
    0
    ROUCH,
    რაც არ უნდა იყოს 100 თამაშზე მეტი მაინც არააქვს გამონატოვები 4 სეზონში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 23 ივნისი 2022 19:11
    1
    ციტატა: El pistolero 9
    ვერ ვხვდები დემბელეს დარჩენა დი მარიას მოსვლას რატომ გამორიცხავს. ეს შავი შლანგი როდის აილეწება კაცმა არ იცის რომ დარჩეს. ამის ჯანმრთელობის იმედად მტერი იქნა მთელი სეზონი. ტრაორეს სახით კონკურენტი რომ ყავდა კიდე დაფაფხურებდა და ახლა ეზალზული ან კოლადო თუ ეყოლა კონკურენტად გაინაღდებს ძირითადს. ისედაც არ იკლავდა თავს ვარჯიშით და ამ ფონზე რავიცი. ერთი სიტყვით დი მარია ყველა ვარიანტში მოსაყვანია რა

    დემბელე როდის აილეწებაო და დიმარია ხო რასამობ ფოლადისა მაგის ტრამვა სად გვინახია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 23 ივნისი 2022 17:43
    0
    ვერ ვხვდები დემბელეს დარჩენა დი მარიას მოსვლას რატომ გამორიცხავს. ეს შავი შლანგი როდის აილეწება კაცმა არ იცის რომ დარჩეს. ამის ჯანმრთელობის იმედად მტერი იქნა მთელი სეზონი. ტრაორეს სახით კონკურენტი რომ ყავდა კიდე დაფაფხურებდა და ახლა ეზალზული ან კოლადო თუ ეყოლა კონკურენტად გაინაღდებს ძირითადს. ისედაც არ იკლავდა თავს ვარჯიშით და ამ ფონზე რავიცი. ერთი სიტყვით დი მარია ყველა ვარიანტში მოსაყვანია რა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #5 23 ივნისი 2022 17:40
    0
    დი მარია სკამზე კაი ვარიანტია პრინციპში როტაციაში რაფინია. დემბელე თუ დარჩა მაშინ დიმკა მხოლოდ საკმარისია და თუ არადა დიმკა აუცილებელია და აბდე დასაწინაურებელი ან რაფინია მოსაყვანი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 23 ივნისი 2022 17:08
    1
    ჩელსიმ თუ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვბები და ბარსა დააკმაყოფილებს. ამაზეც კი ეტყობა ტიპს რო ყვერია რას უცდი წაეწუწე სადმე თუ გაქ შანსი და ვიმე გამოჩნდა ვინც ლიდსს გააძღობს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 ივნისი 2022 16:53
    0
    რაფინიას გაასხმევინეთ დი მარია დაიდოს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 23 ივნისი 2022 16:52
    1
    ამ სამიდან დი მარია უკეთესი ვარიანტია, ორივეს ჯობია ტექნიკით და მხოლოდ ერთი წელი გვჭირდება სანამ გუნდი ამოისუნთქებს . დემბელე და ეს რაფინია თუ გავიფორმეთ მერე 5 წელი მაგათ გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ.
    ფანი [?]
    #1 23 ივნისი 2022 16:02
    0
    ლაპორტ რაშვები ძმა