ტონი ფრეიშა: ბარსელონა კვამლს ყიდის

"ბარსელონას" ყოფილი დირექტორი და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჟოან ლაპორტასთან დამარცხებული ტონი ფრეიშა კლუბში შექმნილ ვითარებას აფასებს.
ფრეიშას არ სჯერა, რომ "ბარსა" რომელიმე ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.
იცით, რომ ლევანდოვსკი, კუნდე, რაფინია და ბერნარდუ სილვა "ბარსელონაში" არ მოვლენ? იცით ეს?
- დაწერა ფრეიშამ Twitter-ზე.
Cadena COPE-სთან ინტერვიუს დროს კი ტონი ფრეიშამ შემდეგი განაცხადა:
ტრანსფერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ვერ დამაჯერებთ. ისინი ვულგარულად ყიდიან კვამლს. რასაც ისინი ამბობენ, რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. არჩევანი არ მაქვს, ხალხი უნდა გავაფრთხილო, რომ რასაც ამბობენ, ის არ მოხდება.
ფეხბურთელების ყიდვა მხოლოდ სხვების გაყიდვითაა შესაძლებელი. ბერნარდუ სილვას შესაძენად ბევრად მეტის გაყიდვაა საჭირო.
მე დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ. ახლა "ბარსელონაში" უფრო მოსახერხებელია, რომ ილუზიები შექმნან."
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 19 ]