გავი - ერთი ნაბიჯი ახალ კონტრაქტამდე

"ბარსელონა" გავის ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.
ელენა კონდისის ინფორმაციით, 17 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივებამდე 1 ნაბიჯიღა აშორებს, თუმცა, გარკვეული დეტალები ჯერ კიდევ მოსაგვარებელია - მაგალითად, კონტრაქტის ხანგრძლივობა.
წყაროს თქმით, ახალგაზრდა მოთამაშის აგენტ ივან დე ლა პენიასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
აღნიშნულ ცნობებს ტონი ჟუანმარტი და ალბერ როგეც ადასტურებენ და დასძენენ, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურად გრძელდება. გავის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]