ბარსელონას პირველი შენაძენი, შესაძლოა, კუნდე იყოს | MD ბარსას სატრანსფერო გეგმებზე

ბარსელონას პირველი შენაძენი, შესაძლოა, კუნდე იყოს | MD ბარსას სატრანსფერო გეგმებზე

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo "ბარსელონას" სატრანსფერო გეგმებზე წერს. 

ლევი, კუნდე, ბერნარდუ

როგორც ცნობილია, ამ ზაფხულში "ბარსელონას" მთავარი სამიზნეები რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე და ბერნარდუ სილვა არიან.

კუნდე | წყაროს ცნობით, აღნიშნულ ფეხბურთელს შორის პირველი, რომლის ტრანსფერიც განხორციელდება, შესაძლოა, ფრანგი მცველი იყოს.

"სევილია" "ბარსასგან" სათანადო შემოთავაზებას ელის და 60 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ კატალონიელები იმედოვნებენ, რომ ტრანსფერში მოთამაშის ჩართვას შეძლებენ. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ანდალუსიურ კლუბს სერჟინიო დესტი მოსწონს. ჟოან ლაპორტას სევილიელებთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც "ბლაუგრანას" უპირატესობას აძლევს.

*COPE-ს თანახმად, კუნდესთან დაკავშირებით "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ოფიციალური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ჟიული დაცვის გასაძლიერებლად "ბარსას" მთავარი სამიზნეა.

ლევანდოვსკი | "ლურჯ-ბროწეულისფერები" აპირებენ, რობერტი 12-15 ივლისამდე მოიყვანონ. ჩავი ერნანდესს სურს, პოლონელი თავდამსხმელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ პრესეზონამდე (16 ივლისი) გაიფორმოს.

ბერნარდუ სილვა | "ბლაუგრანას" პორტუგალიელს შეთავაზებას ფრენკი დე იონგს გაყიდვის შემდეგ გაუკეთებს. ბერნარდუს ტრანსფერი სწორედ ნიდერლანდელზეა დამოკიდებული. თუ ის დარჩება, სილვა "ბარსაში" აღარ გადმოვა. 

მას შემდეგ, რაც სატელევიზიო უფლებების გასხვისებით ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია, "ბარსელონა" 30 ივნისამდე  ფეხბურთელების გაშვებას აღარ იჩქარებს. ბერნარდუ სილვას გარემოცვა 15 ივლისამდე დიდ სიახლეებს არ ელის.

წამსვლელთა სია

მოთამაშეები, რომლებსაც კლუბმა უკვე შეატყობინა, რომ წასვლა მოუწევთ, არიან:

  • სამუელ უმტიტი
  • რიკი პუჩი 
  • ოსკარ მინგესა
  • მარტინ ბრეითუეიტი 
  • ნეტუ
  • კლემან ლანგლე
  • მირალემ პიანიჩი
  • ფრანსიშკუ ტრინკაუ

თუმცა, მიუხედავად ამისა, რომ ამ ფეხბურთელებთან კომუნიკაციის შემდეგ მთელი 1 თვე გავიდა, ყველა მათგანი ჯერ კიდევ გუნდშია. ზოგმა წასვლაზე თანხმობა განაცხადა, ზოგს კი კონტრაქტის ბოლომდე მიყვანა სურს.

ფერან ჟუტგლას, დანი ალვესის, ლუკ დე იონგისა და ადამა ტრაორეს "ბარსელონური" კარიერა უკვე დასრულდა.

მინგესა | ოსკარ მინგესა იმ მოთამაშეებს შორის, რომლებსაც "ბარსამ" წასვლა სთხოვა, რაზეც ესპანელი წინააღმდეგი არაა. ის ახალ კლუბს ეძებს და რამდენიმე წინადადებას განიხილავს. "ბარსა" ოსკარს მარტივად შეელევა, მაგრამ 5 მილიონამდე სურს.

უმტიტი | სახელფასო ფონდის შესამცირებლად კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივების მიუხედავად, ცხადია, რომ ფრანგი "ბარსელონაში" არ დარჩება. მაგრამ, მისი ხელფასი და ცუდი ფიზიკური კონდიციები ტრანსფერს ართულებს. 

პუჩი | რიკის წარმატების მიღწევა "ბარსაში" უნდოდა, მაგრამ ჩავიმ მას გარკვევით უთხრა, რომ გუნდის გეგმებში არ შედის. მისთვის ახალი კლუბის ძებნა მიმდინარეობს, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.

ბრეითუეიტი | წასვლაზე უარს ყველაზე მეტად სწორედ დანიელი აცხადებს. ის ამბობს, რომ გუნდში დარჩენა ხელშეკრულების ამოწურვამდე (2024 წლამდე) სურს, მიუხედავად იმისა, რომ იცის, თამაში არ მოუწევს. კლუბში მისი საქციელი ძალიან არ მოსწონთ.

ნეტუ & ლანგლე | მაღალი ანაზღაურების გამო მათი გაშვება საკმაოდ რთულია. ფრანგ ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და წასვლაზე უარს არ იტყვის. 

პიანიჩი & ტრინკაუ | ორივე მათგანის გასხვისება გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ არაფერი გარკვეულა. ამ მომენტისთვის ფრანსიშკუს მომავალი უფრო ნათელია, ვიდრე ბოსნიელი ნახევარმცველის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 24 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 23 ივნისი 2022 13:25
    0
    მშვენიერი ვარიანტია იმედია დავითრევთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #23 23 ივნისი 2022 13:20
    2
    ძაან მაგრად მჯერა რომ ბარსას და ჩავის სტილს დააკვდება ისეთი სტილი აქვს, მთავარია ნაგავი გაიტანონ თორე სუნი კიარა აყროლდა.
    Culé [?]
    #22 23 ივნისი 2022 11:28
    0
    კულიბალი გამოირიცხა ასე რომ ეს რჩება ყველაზე რეალური და კაი ვარიანტი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    Culé [?]
    #21 23 ივნისი 2022 00:34
    1
    ციტატა: totti10
    აი ყველაზე დიდი .... ლაპორტას იდეალური ურტიერტობა ლაპორტას ძმაკაცვი ლაპორტას შინაურული დამოკიდებულება როდემდე უნდა წერონ ეს უაზრობები ამ ჟურნალისტებმა, ერთი იმ ცხონებულის ამბავმა გაამარტლა ლაპო ს ძMაკაცია ჰალანდს დადებსო, მერე ეს იქნება კიდე, არავის სურს ეგ შენი ზღინკიანი და კურკლა ფეხბურთელები, მოიგონეს კიდევ დესტი და ამბები, დესტი რომგაუშვან იქ ვინ დგება როც ადან იალვეIშც წავიდა, ან დესტის უნდა სევილიაში? მასე ჩარტო ეგრე სადაა? მაგრად ახატია რა უნდა ლაპორტას მას აქვს კონტრაქტი და არის გუნდში თუ არ მოგოწნს გაყიდე და ეგაა, სევილია ამას 70ზე ნაკლებად ა რგაუშვებს დაიმახსოვრეთ როცა ინგლსიელები 70 იხდიან და კუნდეს რა უნდა ეგ კიდია სევილიას და სევილიას რა უნდა კიდია კუნდეს, მაგრმა საბოლოოდ ის გაიმარჯვებს ვინც სასურველ შეთავაზებას გააკეთებს ორივეტვის, ბოლსო ინგლისელები კაი ხელფას ჩამოვლენ და ეგაა, აბა ბარსლეონა სანამ ხალხს გაყიდის სანამ ისა სანამ ესა, გამოვიდა მონჩი დ ათქვა რომ ჩვენ არ გვინდა არავის ჩარტვაო მხოლოდ ფული გვინდა მასშIო, მერ ე მეროე ანრის შმედეგ რომელმა ფრანგმა გაამართლა გუნდში??? ფრანგების წყვლაა აქ ჯერ კიდევ, რომ წერთ დანი ვიყიდეთო ბრაზილიელების მეორე სახლია ბარსლეონა იდეალურად ერგებიან და ფრანგებს ბარსელონაში ძალიან უჭირთ ფეხის მოკიდება:)

    რამდენი ფრანგი გვყავდა ანრის მერე, უმტიტზე ვერ იტყვი არ გაამართლაო, სანამ ტრამვას აიკიდებდა იდეალურად თამაშობდა, რაც შეეხება ლენგლეს და მატიეს თავიდანვე ყველამ იცოდა რომ ვერ გაამართლებდნენ და ბართომეუს პოხონდრია რომ იყო. დემბელე კიდე საერთოდ ცალკე თემაა, ისე ანრიმდეც ყავდა ბარსას ფრანგები რომლებმაც გაამართლე,იგივე ჟული და აბიდალზე რომ კაცი იტყვის ვერ გაამართლაო რავიცი. ძირითადად ბარსა მაშინ ყიდულობდა ფრანგებს როცა კარიერის ბოლოს იყვნენ, იგივე ტურამი, ბლანი, პეტი, დუგარი, მაგათი მატარებელი უკვე ჩავლილი იყო ან იმ ფრანგებს ვინც რეალურად ბარსას ვერააირად ვერ ერგებოდა, იგივე გრიზმანის მაგალითი კმარა და ეს ფრანგების ბრალი კი არა ძირითადად ბარსას პოლიტიკის ბრალი იყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 22 ივნისი 2022 23:38
    0
    არაუხო-კუნდეს დუეტი მაგარი იქნება ძაან. ერთი ჯანზეა, მეორე სწრაფია. პლუს არაუხო ერთი-ერთზეა ძლიერი, კუნდეს ბურთის ამოტანა აქვს მაგარი. იმენა ერთმანეთს ავსებენ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    წევრი [?]
    #19 22 ივნისი 2022 22:23
    0
    მაგარ ჯანზეა კუნდე. ეს და არაუხო ერთად იქნებიან კედელი და დარწმუნებული ვარ ბევრ გოლსაც შეაგდებენ, მთავარია მარჯვენა ფლანგს მივხედოთ
    --------------------
    ”Everybody believes in something... Most of all, we should believe in ourselves.” — Novak Djokovic
    გულშემატკივარი [?]
    #18 22 ივნისი 2022 20:58
    0
    თავის დროზე ალვეშიც მაქედან ვიყიდეთ მეგობარო😂😂😂 დაცვიდან ამოაქვს ბურთი იდიალურად და ბევრი კაი თვისება აქვს მეორე სართული კი პუიოლი და მასკერანო იყვნენ და არც ერთი არ მყავდა საროსტანია😂😂
    Culé [?]
    #17 22 ივნისი 2022 20:14
    2
    ციტატა: Memphis Depay
    ციტატა: Iniesta_8
    მეტრა-ნახევრიან მცველებს რატომ დასდევენ? თან სევილიადან ვიყიდეთ უკვე ლენგლე და კაი გამოცდილება არ გვაქვს. უკეთესი ვარიანტი გვჭირდება.

    ხო ეგ ვთქვი და პირში მეცნენ, ჯუჯაა მცველის კვალობაზე.

    მასკერანოზე მაღალი არ არის კაცო? ისე ცნობისთვის კუნდს სიმაღლე 1.78 ია . პუიოლიც 1.78 იყო ზუსტად და რავიცი რავიცი:)))))))

    ციტატა: rivaldo80
    კუნდე ჩვენთვის მისწრებაა უნივერსალია თორე შეცდომები ამას რომ ქონდა წელს გარსიას არაფით ჩამოუვარდებოდა.

    კუნდეს ასაკში პუიოლს რომ შეცდომები ქონდა ბარე ორს არ დაესიზმრებოდა ვისაც გახსოვთ:))))) უნიჭიერესია კუნდე. აბსოლიტურად განსხვავდება სხვა ფრანგი მცველებისგან.
    ფანი [?]
    #16 22 ივნისი 2022 20:10
    3
    ლევანდოვსკი და ერთი ტოპ მცველი აუცილებლად მოსაყვანია კუნდე იდეალური ვარიანტია არაუხო და ეგ უკვე სერიოზული დუეტია რაც შეეხება ლენგლესთან შედარებას სევილიელ ლენგლესაც 5 თავით ჯობს კუნდე არაუხო და ეგ სეზონში 20+ გოლს კი გაიტანენ თან 😆
    Culé [?]
    #15 22 ივნისი 2022 20:07
    2
    ციტატა: Iniesta_8
    მეტრა-ნახევრიან მცველებს რატომ დასდევენ? თან სევილიადან ვიყიდეთ უკვე ლენგლე და კაი გამოცდილება არ გვაქვს. უკეთესი ვარიანტი გვჭირდება.

    სევილიადან ალვეშიც ქე ვიყიდეთ კაცო ტავის დროზე:))))))))
    ფანი [?]
    #14 22 ივნისი 2022 19:52
    1
    აუ კუნდე თუ მოიყვანეს მაგარია, არაუხო კუნდე კრისტენსენი გარსია და პიკე, ძაან კაი სკამიც გვეყოლება აზპიც და ალონსოც თუ დაემატა არაა გამორიცხული ლანგლე და უმტიტი უფასოდ გაუშვან…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 22 ივნისი 2022 18:49
    2
    რამდენი წურბელე აზის ბარსას და წოვენ სისხლს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 22 ივნისი 2022 18:46
    4
    შეცდომები და ჩვარობა პიკეს რომ ქონია კარიერის მანძილზე სხვა არავის მაგრამ კუნდე თუ დაბალი დონის მცველი გგონიათ გინდა თავზე გინდა ორთაბრძოლებში რა ვიცი .. ტანკია ტიპი გარსიას როგორ ადარებთ )))
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    Culé [?]
    #11 22 ივნისი 2022 17:16
    2
    კუნდე ჩვენთვის მისწრებაა უნივერსალია თორე შეცდომები ამას რომ ქონდა წელს გარსიას არაფით ჩამოუვარდებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 22 ივნისი 2022 17:03
    0
    ციტატა: Memphis Depay
    ციტატა: Iniesta_8
    მეტრა-ნახევრიან მცველებს რატომ დასდევენ? თან სევილიადან ვიყიდეთ უკვე ლენგლე და კაი გამოცდილება არ გვაქვს. უკეთესი ვარიანტი გვჭირდება.

    ხო ეგ ვთქვი და პირში მეცნენ, ჯუჯაა მცველის კვალობაზე.

    ნუ სხვა ასპექტები ჰქონდეს კარგი და სიმაღლე მეორეხარისხოვანია, ეგრე პუი და მასკეც არ იყვნენ მაღლები მაგრამ მიედაროს 2 მეტრიანი მცველები აბა
    ფანი [?]
    #9 22 ივნისი 2022 16:42
    1
    ციტატა: Iniesta_8
    მეტრა-ნახევრიან მცველებს რატომ დასდევენ? თან სევილიადან ვიყიდეთ უკვე ლენგლე და კაი გამოცდილება არ გვაქვს. უკეთესი ვარიანტი გვჭირდება.

    ხო ეგ ვთქვი და პირში მეცნენ, ჯუჯაა მცველის კვალობაზე.
    Culé [?]
    #8 22 ივნისი 2022 16:41
    1
    კუნდეს ფლანგზე დაყენებაც შეიძლება და ეგ პლუსია,შეტევაში კარგად მიდის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #7 22 ივნისი 2022 16:33
    3
    ვერავის ვერ გაუშვებენ და ვერც მოიყვანენ ისეთი დუდუკები არიან, ერთადერთი ვინც საკაიფოდ მოიშორეს მესი იყო
    Culé [?]
    #6 22 ივნისი 2022 16:33
    1
    მეტრა-ნახევრიან მცველებს რატომ დასდევენ? თან სევილიადან ვიყიდეთ უკვე ლენგლე და კაი გამოცდილება არ გვაქვს. უკეთესი ვარიანტი გვჭირდება.
    Culé [?]
    #5 22 ივნისი 2022 16:11
    2
    კუნდე კარგია თუ მოიყვანეს ორ პოზიციას ფარავს მარჯვენა მცველად თამაში შეუძლია იმიტომ რომ სისწრაფე აქვს არაუხო მაინც მარტო რჩება ცენტრში ქრისტენსენი/გარსია ორივე სკამის ხალხია პიკეს დიდი იმედი არ მაქვს ტრავმები/ასაკი კულიბალი გამოირიცხა სამწუხაროდ (არადა დაგვხატავდა)