ჟირონა სამუელ უმტიტის დამატებას არ გამორიცხავს

კატალონიური "ჟირონა", რომელიც ლა ლიგაში ახლახან დაბრუნდა, "ბარსელონას" ფრანგი მცველის, სამუელ უმტიტის დამატებას არ გამორიცხავს.
28 წლის ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია, რადგან ფრანგი ჩავის გეგმებში არ შედის, მისი ხელფასი კი კლუბს ტვირთად აწევს.
"ჟირონას" ხელმძღვანელი პერე გვარდიოლა უმტიტის დამატებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ასე პასუხობს: "მოდით, ეს არ გამოვრიცხოთ."
"ჟირონას" იგივე მესაკუთრე ჰყავს, რომელიც "მანჩესტერ სიტის", პერე გვარდიოლა კი პეპ გვარდიოლას ძმაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]