ჟერარ პიკეს მორიგი უსიამოვნება | "შესაძლოა, ამ ღონისძიებაზე მყოფი ქალების უმეტესობას შენთან სექსი უნდა..."

ჟერარ პიკეს პირადი ცხოვრება კვლავ აქტუალური თემაა, რაც "ბარსელონასთვის" კარგი ნამდვილად არ უნდა იყოს.
რამდენიმე დღის წინ პიკე გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს და კლუბის პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას შეხვდა. მან ორივეს უთხრა, რომ მისი ცხოვრების წესი ფეხბურთზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა ამ ამბიდან რამდენიმე დღეში ჟერარი მცირე სკანდალში გაეხვა.
ცოტა ხნის წინ პიკე ერთ-ერთ შვედურ რესტორანში მედიისთვის უცნობ ქალთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა რესტორნის მეპატრონის პატარა ვაჟთან მისალმებაზე უარი განაცხადა, საპასუხოდ კი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტი მიიღო, მისი და უცნობი ქალის ფოტოსთან ერთად.
რესტორნის მეპატრონე კატრინ ზიტომიერსკაა. ის ადგილობრივ დონეზე ცნობილი ბლოგერი და ტელეწამყვანიცაა. მის რესტორანში პიკეს ვიზიტის შემდეგ კატრინმა ფეხბურთელისა და მასთან ერთად მყოფი ქალის ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო:
მისმინე ლუზერო პიკე,
შესაძლოა, ამ ღონისძიებაზე მყოფი ქალების უმეტესობას შენთან სექსი უნდა. როგორც კი დაგინახე, მაშინვე ჩემი ვაჟი გამახსენდა. გთხოვე, მას მისალმებოდი, პასუხად კი უარი მივიღე.
რატომ? იმის გამო, თუ ვინ ხარ შენ? იმიტომ, რომ ბურთით თამაში შეგიძლია? ამით დიდად არ ვიხიბლები. ვწუხვარ იმის გამო, რომ დიდებამ შენს თავში შეაღწია.
შენ უბრალოდ ბიჭი ხარ ბურთით.
მოგვიანებით კატრინმა კომენტარი ესპანურ მედიასთან გააკეთა:
პიკეს ვკითხე, შეეძლო თუ არა, რომ ჩემს შვილს მისალმებოდა, მან კი მიპასუხა, რომ არ შეეძლო. გამიკვირდა. კიდევ ერთხელ ვკითხე და პასუხი იგივე იყო.
ის უხეში არ ყოფილა, მაგრამ ქედმაღალი იყო. ვფიქრობ, ამის მიზეზი ისაა, რომ ის საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელია. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში დასადებად მას ფოტო გადავუღე.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 14 ]