ოფიციალურად: ბარსელონა და მანჩესტერ სიტი კამპ ნოუზე საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

ოფიციალურად: ბარსელონა და მანჩესტერ სიტი კამპ ნოუზე საქველმოქმედო მატჩს გამართავენ

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" აგვისტოში "კამპ ნოუზე" ამხანაგურ თამაშს გამართავენ, ოფიციალურად დადასტურდა.

ამჟამად მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" ყოფილმა მეკარემ და მწვრთნელმა, ხუან კარლოს უნსუემ დაადასტურა, რომ საქველმოქმედო თამაში 24 აგვისტოს ჩატარდება.

თამაშიდან შემოსული თანხა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის ცნობადობის გაზრდას მოხმარდება. სწორედ ეს დაავადება დაუდგინდა უნსუეს 2020 წელს.

24 აგვისტოს, 21:00 საათზე "კამპ ნოუზე" "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართება. ამ თამაშის მიზანი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლაა. გვინდა, სტადიონი გაივსოს."

- განაცხადა ხუან კარლოს უნსუემ პრესკონფერენციაზე.

თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 20 ივნისი 2022 21:44
    0
    2 ლეგენდა ერთმანეთის პირისპირ (იმედია მალე ჩავის მწვრთნელის რანგში გახდება ლეგენდა)
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 ივნისი 2022 13:58
    3
    ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ მატჩზე კი არა უეფას თასის ფინალში გასასვლელ თამაშზე ვერ გაავსეს ამათ სტადიონი, პირიქით მეტოქეს გაავსებინეს. ბარსას ფანების აღარ მჯერა. ბარსა რო ყველაფერს ანადგურებდა პეპის დროს მაშინ ივსებოდა მხოლოდ სტადიონი. ეხლა ჩვენსავით არიან, დებს გუნდი შედეგს დადიან. არა და არც ფანები არ იწუხებენ თავს.
    ფანი [?]
    #1 20 ივნისი 2022 13:42
    4
    ოდესმე კიდევ მინდა პეპის გაწვრთნილი ბარსას ხილვა 😍🤩