გვარდიოლამ მთავარი მწვრთნელის რანგში 9 ტიტული მოიგო

გვარდიოლამ მთავარი მწვრთნელის რანგში 9 ტიტული მოიგო

სამი სეზონის განმავლობაში, რაც პეპ გვარდიოლა ”ბარსელონას” სათავეში ჩაუდგა, მან შესაძლო 12-დან 9 ტიტული მოიგო. 40 წლის სპეციალისტის ანგარიშზეა ესპანეთის ჩემპიონის თასი (3), ჩემპიონა ლიგის თასი (1), ესპანეთის თასი (1), მსოფლიოს საკლუბო თასი (1), ევროპის სუპერ თასი (1) და ესპანეთის სუპერთასი (2).

ყველაზე ბევრი ტიტული ”ბარსელონას” ისტორიაში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოგებული აქვს ლეგენდარულ ჰოლანდიელ სპეციალისტს - იოჰან კრუიფს. აღსანიშნავია, რომ კრუიფის ”ოცნების გუნდმა” ესპანეთის ჩემპიონატი ზედიზედ ოთხჯერ მოიგო.

მწვრთნელობის პირველ სამ სეზონში მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონის სამი თასით, გვარდიოლა ”ბარსელონას” ისტორიაში პირველია.

გარდა ამისა, გვარდიოლამ ფეხბურთელის რანგში ”ბარსელონასთან” ერთად ექვსჯერ მოიგო ლა ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.

 

პ.ს. ესეც ჩემი მე-500-ე სტატია

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.