ბარსელონა დეპაის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ბარსელონა" აპირებს, გუნდის ნიდერლანდელ თავდამსხმელს, მემფის დეპაის ახალი კონტრაქტი შესთავაზოს. თუმცა გამორიცხული არც მისი გაყიდვაა.
დეპაი "ბლაუგრანაში" გასულ ზაფხულში უფასოდ მოვიდა. მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ერთი წელია დარჩენილი.
"ბარსელონას" ორი ვარიანტი აქვს - ან დეპაის გაყიდვა, ან მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. Sport-ის ცნობით კატალონიელები აპირებენ, ფეხბურთელს ახალი სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ. თუმცა ხელშეკრულების გახანგრძლივების შემთხვევაშიც კი, თუ "ბარსა" სარფიან შეთავაზებას მიიღებს, მემფისს გაყიდის.
კატალონიური მედიის ცნობით თავად ფეხბურთელს "ბარსელონაში" დარჩენა უნდა, იმის მიუხედავად, რომ რობერტ ლევანდოვსკისა და რაფინიას სავარაუდო ტრანსფერები მას სათამაშო დროს მნიშვნელოვნად შეუმცირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]