ბარსელონას დიდი გეგმები ფინანსური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ

ბარსელონას დიდი გეგმები ფინანსური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ

გუშინ "ბარსელონასთვის" უმნიშვნელოვანესი ასამბლეა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ კლუბს BLM-ის 49.9%-ისა და სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვის ნებართვა მიეცა.

ეს ნიშნავს, რომ "ბარსა" ეკონომიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გამოასწორებს და ტრანსფერების განხორციელების საშუალება ექნება.

ამ მნიშვნელოვანი დღის შემდეგ, "ბლაუგრანას" გეგმებზე არაერთმა გამოცემამ და ჟურნალისტმა დაწერა, რაც ლოგიკურია, რადგან კლუბში დიდი რევოლუციაა მოსალოდნელი. 

ფინანსური ბერკეტების გააქტიურების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელს გუნდიდან წავსლა მოუწევს - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი კონტრაქტები გაიწყვიტება. ჩავი ერნანდესს სურს, ამერიკულ ტურამდე 2022/23 წლების სეზონისთვის შემადგენლობა სრულად დაკომპლექტებული ჰყავდეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" მზად არიან, "სევილიას" ჟიულ კუნდეს სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო და პლუს ერთი ფეხბურთელი შესთავაზონ. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს "ჩელსიდან" უკეთესი შემოთავაზება აქვს, მისი პრიორიტეტი "ბარსაში" თამაშია. კატალონიელთათვის 23 წლის უკანახაზელის ხელფასი პრობლემა არ იქნება. გარდა ამისა, ახალგაზრდა მოთამაშესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება უკვე არსებობს. 

ჩავი ფიზიკურად ძლიერ მცველს ითხოვს, მთავარი სამიზნე კი სწორედ კუნდეა. კლუბი მას ოფიციალური წინადადებით მალე მიმართავს. ფრანგის გარდა, ერნანდესს რობერტ ლევანდოვსკის, სესარ ასპილიკუეტას, მარკოს ალონსოს, ბერნარდუ სილვასა (თუ ფრენკი დე იონგი წავა) და რაფინიას შეძენა სურს. ამასთან, მწვრთნელი სერჟიო ბუსკეტსის შემცვლელს ისურვებდა - მას მარტინ სუბიმენდი (რეალ სოსიედადი) მოსწონს... თუმცა, ეს საკითხი ახლა პრიორიტეტი არაა, რადგან კაპიტნის დონეში ეჭვი არავის ეპარება.

ჩავის გუნდში ისეთივე ტექნიკური ნახევარმცველის ყოლა უნდა, როგორიც პედრი გონსალესია. ფრენკი დე იონგის გაყიდვა აუცილებელი აღარაა, მაგრამ მისი პროფილი მწვრთნელის მოთხოვნებს ზუსტად არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ერნანდესი ბერნარდუ სილვას ტრანსფერით მოხარული იქნებოდა. კლუბს მის მოსაყვანად ფული უკვე აქვს.

პორტუგალიელმა "მანჩესტერ სიტის" სთხოვა, "ბარსელონასთან" მოლაპარაკებები აწარმოოს. მისი სატრანსფერო ღირებულება 80-დან 100 მილიონ ევრომდე აღწევს. შესაბამისად, კლუბი ფრენკი დე იონგის გაყიდვაზე კვლავ ფიქრობს - სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში, ნიდერლანდელის წასვლა საკმაოდ რეალური იქნება.

რობერტ ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადმოსვლის შანსები 90%-მდე გაიზარდა. გუნდში პოლონელისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებენ. "ბარსას" რობერტის წარდგენა 15 ივლისამდე სურს. ვეტერანმა თავდამსხმელმა "ჩელსისა" და პსჟ-ისგან მიღებული წინადადებები უარყო, რადგან მისი პრიორიტეტი ყოველთვის "ბარსელონა" იყო. ჟოან ლაპორტას ლევანდოვსკის აგენტ პინი ზაჰავისთან არსებული შესანიშნავი ურთიერთობაც დაეხმარა, რომ ფეხბურთელს მოეცადა და ვერბალური შეთანხმება ძალაში დარჩენილიყო.

ლაპორტა ეჭვობს, რომ "ბაიერნი" ბევრს მოითხოვს, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი რობერტისა და "ბარსას" სასარგებლოდ დასრულდება. ლევანდოვსკის მიზანი გერმანულ კლუბთან ყველანაირი კავშირის გაწყვეტაა, რათა შემდეგ ისინი იძულებულნი გახდნენ, "ბარსელონაში" გადმოსვლის საშუალება მისცენ.

ჩავი ერნანდესს ამ ზაფხულში ლევანდოვსკის, კუნდესა და ბერნარდუ სილვას შეძენა უნდა, რისთვისაც ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს. ამასთან, გავრცელებული ცნობებით, მწვრთნელი მომავალ სეზონში 3 მცველის გამოყენებაზე ფიქრობს.

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლითაც "ბარსელონა" ინტერესდება, აცნობიერებს, რომ გუნდში კარგი სიახლეებია. ჟოან ლაპორტამ მას მოთმინება და ნდობა სთხოვა, დღეს კი მხარეებს შორის ოპტიმიზმი სუფევს.

ჩავის მომავალი სეზონისთვის შემდეგნაირი შემადგენლობა სურს:

მეკარე: ტერ შტეგენი;

მცველები: ასპილიკუეტა, არაუხო, კუნდე, ალონსო;

ნახევარმცველები: ბერნარდუ სილვა, ბუსკეტსი, პედრი;

შემტევები: რაფინია, ლევანდოვსკი, ფატი. 

სათადარიგოთა სკამი: გავი, ტორესი, კესი, ნიკო, პიკე, ალბა, გარსია, კრისტენსენი, ობამეიანგი, ტორე, რობერტო.

კლუბში ამბობენ, რომ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ისეთი გამოვა, როგორიც 'Career Mode'-შიც კი არასდროს გვინახავს. ამ გეგმების განხორციელების შემთხვევაში, "ბარსელონა" ნამდვილად კვლავ დიდი ძალა გახდება. 

წყაროები | ჟერარ რომერო, ფერნანდო პოლო, ფაბრიციო რომანო, ელენა კონდისი, ფერან მარტინესი, აშრაფ ბენ აიადი, ვიქტორ ნავარო, ტონი ჟუანმარტი, ხავი მიგელი, Cuatro, Mundo Deportivo 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 22 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #22 19 ივნისი 2022 18:35
    0
    რაფინია 50 მლნ
    კულიბალი 40 მლნ
    კუნდე 60 მლნ
    ლევანდოვსკი 35-40 მლნ
    ალონსო - 10 მლნ
    ასპილიკუეტა - 10 მლნ
    სოლერი - 20 მლნ
    დიმარია - უფასოდ

    ჯამში: 225-230 მლნ, გვაქვს 253 მლნ, გვრჩება 23-28 მლნ

    თუ ფრენკის გავყიდით 80-85 + 5-10-15 მლნ ბონუსებში მაშინ ბერნანდოს მოვიყვანთ 80 მლნ (მაქს 93 მლნ) და გიუნდოგანი 30 მლნ მოვა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 18 ივნისი 2022 17:35
    0
    გუშინ "ბარსელონასთვის" უმნიშვნელოვანესი ასამბლეა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ კლუბს BLM-ის 49.9%-ისა და სატელევიზიო უფლებების 25%-ის გაყიდვის ნებართვა მიეცა.
    ეს ძალიან კარგი, მაგრამ ამ ყველაფრის კლიენტი უკვე ყავთ? თუ ეხლა ამის გაყიდვას უნდა ველოდოთ.
    ახალბედა [?]
    #20 18 ივნისი 2022 16:12
    1
    როგორც ირკვევა დემბელე რჩება და რაფინიას ნაცვლად დემბელე იქნება სავარაუდოთ. ბოლო წლების ბარსასთან შედარებით იდეალური იქნება ეს შემადგენლობა.
    გულშემატკივარი [?]
    #19 18 ივნისი 2022 14:11
    2
    ეს სამი ტრანსფერი დადოს ლაპორტამ და ხმას არ ამოვიღებ პლიუს კრისტენსენი კესიე და რავი დემბელე თუ წავიდა რაფინია დაითრიონ და ეგარი რა
    ფანი [?]
    #18 18 ივნისი 2022 14:10
    0
    თუ 3 მცველზე გადავალთ მინგესა იდეალური იქნება ზამენისთვის
    Culé [?]
    #17 17 ივნისი 2022 23:47
    10
    ამ კუნდეს რომ ასხამთ რომელიმე ხავიზე მეტად ერკვევით ბეხბურთში? თქვენი აზრით სულელია რო იკლავს თავს ამის მოყვანაზე? კულიბალი გადასარევი მცველია და მორჩა, მცველია რა. ეს კუნდე კიდე უნივერსალია, ორ პოზიციაზე საუკეთესოა ამ ასაკში, ბურთი ამოქვს უსწრაფესად რაც ძალიან აკლია ახლა ბარსას, გრძელი პასი აქვს იდეალური, საყრდენს აზღვევს იდეალურად, ვისაც დე იონგის დატოვება გინდათ თუ ოდნავ ერკვევით ფეხბურთში პირიქით უნდა გიხაროდეთ თუ კუნდეს იყიდიან, რას არ გაიგებსმოკლედ აქ კაცი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 17 ივნისი 2022 23:05
    3
    ლწვანდოვსკი ბერნარდო და კუნდე თუ დაიდო გამოვიდეს ლუბოი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #15 17 ივნისი 2022 22:55
    0
    ეს ტრანსფერები თუ გააკეთესდა საღოლ მაშინ, თქვენც რა სულ ნეგატივზე ფიქრობთ, ლევანდოვსკის,ბერნანდოს, კუნდეს მოგიყვანთო და ესენი ალონსო რატო მოჰყავთო წუწუნებენ🤦‍♂️, ესენი თუ მოვიყვანეთდა საღოლ მაშინ, რაფინიაც ძაან კარგი ფეხბურთელია და უბრალოდ 50 ან 45 ზე მეტი არ უნდა გადავიხადოთ მაგაში, ალ9ნსოს მაგივრად კუკურელაზე ან გრიმალდოზე რატო არ ფიქობენ ეგ მართლა გასაკვირია, აი ამ წელს ბუსკეცი გაქაჩავს მაგრამ საყრდენი გვჭირდება მერე უეჭველი, ფრენკი ჩვენს სისტემას ვერ ერგება , ეგ 2 საყრდენიანის კაცია, აქ კი ჩვენც ვერ ვიყენებთ და თვითონაც დროს კარგავს, აი აზპის ასევე რაც შეეხება , კი აქვს კლასი მაგრამ ვინმე ახალგაზრდაზე იჩალიჩონ, ან ალბათ დესტს მისცემენ სათამაშო დროს და ეგ და აზპი როტაციაში იქნებიან, მაშონ კარგი იქნება
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    ფანი [?]
    #14 17 ივნისი 2022 22:26
    1
    ენრიკეს დაბევებაა აუცილებელი 20-25 დაჯდება და ღირს და დესტი რისკად. დანარჩენები მშვენიერია ეგ სამი კაცი პლიუს ასპი და ალონსო ბევრად ძლიერი გუნდი გამოდის ვიდრე დღეს ვართ. მაგავი მთლიანად მოსაცებელია ერთიც არ უნდა დარჩეს ლენგლე,მინდესა,უმტიტი, ბრაიტა და დემბელე. თუ სილვა მოყავთ 100% მაშინ დეიონგსაც შეველები ჯანდაბას. ბუსკეცს კესი შეცვლის ჩემი აზრით თავისუფლად იქ ნიკოც მიიღებს დროს. იმედია ტირესიც გამოიღებს ფეხებს ტრაკიდან. დეპაი დასატოვებელია სკამისთვის აუცილებლად. ყველაფერი თუ ასე დაჯდა შეიძლება ვერაფერი მოვიგოთ მაგრამ
    მჯერა ყველაფრისთვის ვიბრძოლებთ. და ბოლოს რითიც დავიწყე წელს თუ ენრიკე ვერ დავიბევეთ მომავალში გამორიცხულია მისი ყიდვა და ძალიან საწყენი იქნება. პერსპექტივაში ერთადერთია დღესდღეობით ვისაც შეუძლია მბაპესთან და ჰოლანდთან იქროს ბურთზე ბრძოლა. თან დიდი ხანია დიდი ბრაზილიელი არ გვყოლია გუნდში. ფანი ვარ მაგ ბიჭის სასწაული იზრდება❤️ მთავარია ეს ისევ დაბოლება არ იყოს და ნაღდათ შეასრულოს თაღლითმა ლაპორტამ ყველაფერი რაც აქ წერია. პ.ს კულიბალი დღეისთვის მეც მირჩევნია კუნდეს მაგრამ 23 წლისაა კრაიზეც თამაშობს და მომავლისთვის აუცილებელია მისი მოყვანა.
    Culé [?]
    #13 17 ივნისი 2022 21:51
    1
    ციტატა: basa7
    ციტატა: Bakero
    ციტატა: rivaldo80
    ალონსო სკამის ფეხბურთელია ალბა ჯერ კიდევ მაგარია და ნამეტანი ნუ ჩამოწერეთ ამ საიტზე ტეხავს.

    ალონსო რომ ალბას ძირითადიდან ამოაგდებს მაშინ ვირი ხეზე ავა smile ან დი მარია თუ მოდის რა რაფინია ! smile

    ყველაზე მეტად კუნდეს ყიდვა მიხარია, მესამე წელია მაგის ყიდვას გავკივივარ joy

    კი კარგია მეც მომწონს კუნდე (ორ პოზიციას ფარავს ყველაფერს რომ თავი დავანებოთ) მაგრამ დაცვაში ისეთი ბარდაგია არა მგონია მხოლოდ კუნდეს ყიდვით დაცვაში პრობლემები მოგვარდეს !
    წევრი [?]
    #12 17 ივნისი 2022 20:40
    1
    ძალიან მაგარი სტატიაა, ბრავო ავტორს. დიდი შრომაა ჩადებული
    Culé [?]
    #11 17 ივნისი 2022 20:34
    1
    ციტატა: Bakero
    ციტატა: rivaldo80
    ალონსო სკამის ფეხბურთელია ალბა ჯერ კიდევ მაგარია და ნამეტანი ნუ ჩამოწერეთ ამ საიტზე ტეხავს.

    ალონსო რომ ალბას ძირითადიდან ამოაგდებს მაშინ ვირი ხეზე ავა smile ან დი მარია თუ მოდის რა რაფინია ! smile

    რავიცი წელს ლალიგაში საუკეთესო იყო აქ ასხამენ მარტო 😂😂
    Culé [?]
    #10 17 ივნისი 2022 19:41
    0
    კუნდემ და რაფინიამ გაასხან. მაგათში 120 მილიონის გადახდა უდიდესი სისულელე იქნება. ბერნარდო და ლევანდოვსკი გვინდა ჯერ და მერე განაპირა მცველები.
    ფანი [?]
    #9 17 ივნისი 2022 19:17
    1
    მთავარია ლენგლე წავიდეს გუნდიდან და ყველაფერი კარგად იქნება
    გულშემატკივარი [?]
    #8 17 ივნისი 2022 18:56
    0
    ანუ რატო გადაწყვიტეთ რო ალონსო ალბას ამოაგდებს?
    Culé [?]
    #7 17 ივნისი 2022 18:19
    1
    ციტატა: Bakero
    ციტატა: rivaldo80
    ალონსო სკამის ფეხბურთელია ალბა ჯერ კიდევ მაგარია და ნამეტანი ნუ ჩამოწერეთ ამ საიტზე ტეხავს.

    ალონსო რომ ალბას ძირითადიდან ამოაგდებს მაშინ ვირი ხეზე ავა smile ან დი მარია თუ მოდის რა რაფინია ! smile

    ყველაზე მეტად კუნდეს ყიდვა მიხარია, მესამე წელია მაგის ყიდვას გავკივივარ joy
    Culé [?]
    #6 17 ივნისი 2022 18:12
    1
    ციტატა: rivaldo80
    ალონსო სკამის ფეხბურთელია ალბა ჯერ კიდევ მაგარია და ნამეტანი ნუ ჩამოწერეთ ამ საიტზე ტეხავს.

    ალონსო რომ ალბას ძირითადიდან ამოაგდებს მაშინ ვირი ხეზე ავა smile ან დი მარია თუ მოდის რა რაფინია ! smile
    Culé [?]
    #5 17 ივნისი 2022 17:55
    2
    ალონსო სკამის ფეხბურთელია ალბა ჯერ კიდევ მაგარია და ნამეტანი ნუ ჩამოწერეთ ამ საიტზე ტეხავს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 17 ივნისი 2022 17:50
    2
    რას ჩააცივდა ამ რაფინიას და ალონსოს???? 50 მილიონად გნაბრია იქით და რაფინია რატო განიხილება საერთოდ??? ან მარცხენა მცველი დაილია, 250 წლის ალონსო რომ არ მოიყვანონ??? არ ვიცი რა… ინედია ჩაუვარდებათ კოვზი ნაცარში და ამ ორს ბარსას მაისურით ვერ ვიხილავ…
    --------------------
    მადრიდელებო ჩაგახტათ პიკე სულში...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ივნისი 2022 17:21
    2
    უფ შემადგენლობა იქნება ნუ იტყვი ბარსას ლა ლიგის მოგება ხო არ დავწერო წინასწარვე და ლიგის ფინალი. ნეხვი ნეხვია რა აზრიაქ რა აქ ნაჭამი ძროხას