დანი ალვესი, შესაძლოა, ლა ლიგაში დარჩეს

დანი ალვესი, შესაძლოა, ლა ლიგაში დარჩეს

ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ დანი ალვესი "ბარსელონას" ტოვებს. კატალონიურმა კლუბმა 39 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა.

ცნობილია, რომ ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი კარიერის დასრულებას არ აპირებს. მისი "ბარსელონაში" დაბრუნების ერთ-ერთ მიზანი ნოემბერ-დეკემბერში კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იყო. დანიმ ეროვნულ გუნდში ადგილი კი დაიბრუნა, მაგრამ მის შესანარჩუნებლად მომდევნო სეზონის სტარტზე სათამაშო დროის მიღება აუცილებელი იქნება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით ალვესმა საკუთარი თავი "მალიორკას" შესთავაზა. თუ კუნძულელები ბრაზილიელს დაიმატებენ, მაშინ ის სათამაშო დროსაც მიიღებს და საყვარელ ქალაქ ბარსელონასთანაც ახლოს იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 19 ივნისი 2022 18:30
    0
    სევილიაში წავიდეს ან ბოკაში
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ივნისი 2022 13:08
    1
    ეხლა ბრაზილისს მწვრთნელი მალიორკას თამაშებზეც გადაერთვება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივნისი 2022 13:00
    4
    აი მალიორკამ თუ არ დაიმატა და რავიცი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid