კასილასმა მიულოცა "ბარსელონას"

  • 13-05-2011, 09:43
  • კასილასმა მიულოცა "ბარსელონას"

    ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" კიპერმა, იკერ კასილიასმა, ღირსეულად ისაუბრა "ბარსელონაზე", ისე, როგორც კაპიტანს შეეფერება.

     

    "ვულოცავ "ბარსელონას", მათ მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად ჩაატარეს. მე მთელი მადრიდის "რეალის" სახელით ვულოცავ მათ ამ ტიტულის მოგებას. ისინიც ღირსეულად მოიქცნენ მაშინ, როცა მოვიგეთ სამეფო თასი". განაცხადა იკერ კასილიასმა.

     

    მოკლე დროში გამართული ოთხი "კლასიკოს" შემდეგ ამ ორ დიდებულ კლუბს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა: "ასეთ მოკლე დროში ამდენჯერ შეხვედრა, რა თქმა უნდა, ანერვიულობას იწვევს, მითუმეტეს ასეთი დონის დაპირისპირება, თუმცა ეს ნორმალურად მიმაჩნია. დღეს ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და ისტორიას მივაბაროთ ყოველივე მომხდარი".

     

    კითხვაზე, ვის მხარეს იქნება იკერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უპასუხა: "მე ფეხბურთს ვულუგშემატკივრებ!" 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV