დანი ალვესი ბარსელონას ემშვიდობება: იმედი მაქვს, მათ ჩემი სიგიჟე და ყოველდღიური ბედნიერება არ დააკლდებათ

დანი ალვესი ბარსელონას ემშვიდობება: იმედი მაქვს, მათ ჩემი სიგიჟე და ყოველდღიური ბედნიერება არ დააკლდებათ

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობებით, დღეს "ბარსელონამ" დანი ალვესს შეატყობინა, რომ მას კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს. 

ლეგენდარული ბრაზილიელი ინსტაგრამზე მესიჯს გვიგზავნის და "ბარსას" ემშვიდობება. 

ძვირფასო კულეებო...

დამშვიდობების დროა...

ამ კლუბსა და ფერებს, ამ სახლს 8 წელზე მეტი მივუძღვენი... მაგრამ, ზოგადად, ყველაფერი სრულდება, ჩვენი გზები ერთმანეთს შორდება და ისტორიები სხვადასხვა ადგილას იწერება - სწორედ ასე ხდება.

"ბარსას" ჩემი გაშვება უნდოდა, მაგრამ ვერ მაგდებდა 😂, რადგან ვერ წარმოიდგენთ (ან, შესაძლოა, წარმოიდგენთ), როგორი ჯიუტი ვარ.

ბევრი წელი გავიდა, სანამ ფეხბურთმა და ცხოვრებამ არ მომცა შანსი, აქ დავბრუნებულიყავი და დამშვიდობების საშუალება მქონოდა. მაგრამ, ისე არ მივდივარ, რომ ყველა კულეს მადლობა წინასწარ არ გადავუხადო. მადლობა თქვენ, რადგან ყველაფერი შესანიშნავი გახადეთ. 

ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბს, რომელმაც კვლავ ამ კლუბისთვის თამაშისა და ამ საოცარი მაისურის ტარების შესაძლებლობა მომცა - თქვენ არ იცით, როგორი ბედნიერი ვარ... იმედი მაქვს, მათ ჩემი სიგიჟე და ყოველდღიური ბედნიერება არ დააკლდებათ 😝

ასევე, ვიმედოვნებ, ისინი, ვინც რჩებიან, ამ დიდებული კლუბის ისტორიას შეცვლიან. მათ ამას მთელი გულით ვუსურვებ.

"ბარსაში" 23 ტიტული მოვიგე: 3 ტრებლი, 1 წელიწადში 6 თასი, და ოქროს წიგნი დავწერე. 

ეს ბრწყინვალე ციკლს ხურავს და კიდევ უკეთესს ხსნის.

ალბათ, სამყარო არასდროს დაივიწყებს, რომ ლომი, 39 წლის ასაკშიც კი, ჯერ კიდევ გიჟი ლომია. Visça Barça... სამუდამოდ!

- წერს ლეგენდარული ბრაზილიელი.

დანი ალვესი "ბარსაში" გასული წლის ნოემბერში დაბრუნდა, რის შემდეგაც, ყველა ტურნირის ეგიდით, მან 16 მატჩში თავი 1 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.

ვეტერანი მარჯვენა მცველი მზად იყო, "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" 6-თვიანი ხელშეკრულება გაეფორმებინა, რათა მოახლეობული მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფორმაში ყოფილიყო, თუმცა, კლუბს სხვა გეგმები აქვს.

საერთო ჯამში, "ბარსელონას" მაისურით დანის ანგარიშზე 407 მატჩი, 22 გოლი და 105 ასისტია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #17 19 ივნისი 2022 18:11
    0
    ერა დასრულდა, ასაკი მაინც თავისას შვება და აქაც ქნა ზუსტად
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 17 ივნისი 2022 14:10
    0
    წინა კოპაზე, არგენტინასთან ნახევარფინალში მესი რო საჯარიმოს დარტყმისთვის ემზადებოდა ეს კედლის უკან დააწვინეს, დაწოლის წინ კი პირჯვარს იწერდა ალბათ გახსოვთ.
    გულშემატკივარი [?]
    #15 16 ივნისი 2022 13:11
    0
    არადა ეს ის ალვეშია აი ხხვებს რო ბევრად ჯობია დღესაც კი თავის პოზიციაზე გუნდში
    Culé [?]
    #14 16 ივნისი 2022 11:28
    0
    ყველა დროის საუკეთესო, დანი ალვეში, ნამდვილი კულე და ჯამბაზი <3
    Culé [?]
    #13 16 ივნისი 2022 00:33
    5
    უკვდავი ეპოქის უკვდავი შვილი ხარ heart_eyes barca-1
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7
    [?]
    #12 16 ივნისი 2022 00:15
    1
    პროსტა ასპი თუ მოიყვანეს თან იყიდეს ცოცხით იქნება ლაპორტა საცემი. რითი ჯობს ამას ასაკით დონით თუ ხელფასს მოითხოვს ნაკლებს?
    გულშემატკივარი [?]
    #11 15 ივნისი 2022 23:51
    2
    ლეგენდა სამუდამოდ 🔵🔴
    ფანი [?]
    #10 15 ივნისი 2022 23:19
    1
    მეწყინა 🥺
    Culé [?]
    #9 15 ივნისი 2022 23:16
    4
    მშვიდობით ლეგენდავ, თავის საქმე გააკეთა ამ კაცმა და ცოტაოდენი სიხალისე შემოიტანა გუნდში. იმედია ღირსეულ შემცვლელს მოიყვანენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 ივნისი 2022 23:09
    4
    მადლობის მეტი რა მეთქმის გზებიც დამილოცია .. ბარსასთან ერთათ ისტორია დაწერა და რომ წავიდა თავის დროზე იმის მერე ვერავინ შეცვალა ღირსეულათ.
    ფანი [?]
    #7 15 ივნისი 2022 22:42
    2
    ცოტა დაუფიქრდით სანამ დაწერთ მოკლე კონტრაქტს ითხოვს თუ გრძელს რაშუაშია ასპილიკუეტა მოდის და ახალგაზრდა დესტია საერთოდ არექნებოდა დრო საერთოდ 39 წლისა მოდი დავაბრუნოთ პუიოლიც მადლობა ყველას ძალიან გვიყვარს დანი უბრალოდ დაუკვირდით რასამბობთ
    ფანი [?]
    #6 15 ივნისი 2022 22:39
    4
    მადლობა ყველაფრისთვის დანი❤️ყოველთვის ჩვენ გულში იქნები სადავ არუნდა წახვიდე პ.ს რამოხდებოდა რო დაეტოვებიათ მსოფლიომდე მაგრამ არა ლაპორტაც კაი გაიძვერაა
    Culé [?]
    #5 15 ივნისი 2022 22:23
    6
    გავა წლები და ხალხი მერე განალიზებს რა სხვა ლეველი იყო დანი.ნ1 მარჯვენა მცველი იქნება ისტორიაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივნისი 2022 22:20
    5
    მომენატრება ეს ცირკაჩი კაცი❤❤❤
    გულშემატკივარი [?]
    #3 15 ივნისი 2022 22:17
    2
    🫶🫶ლეგენდა
    Culé [?]
    #2 15 ივნისი 2022 22:16
    6
    ვიღაც სირებს ეხვეწებიან კოტრაქტის გასახანგრძლივევლად (დემბელეს) და გუნდის ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველს, რომელსაც ხელფასი ფაქტობრივად არც აქვს ასე უაზროდ უშვებენ. რა გახდებოდა 6 თვე რო დაეტოვებინათ, პირიქით უფრო დიდ მოტივაციას მისცემდა ფეხბურთელებს სულ რო სკამზე ყოფილიყო მეტი წილი. ბართომეუზე ნაკლები ღორი ნამდვილად არ არის ლაპორტა
    --------------------
    NJR ❤
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ივნისი 2022 22:12
    8
    მადლობა მგელო,შენი შემართება,ჟილკა და კლასი მისცა სუყველას.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid