პაბლო ტორეს პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

პაბლო ტორეს პირველი კომენტარი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

"ბარსელონას" ახალწვეული, პაბლო ტორე კლუბის ოფიციალურ არხთან კომენტარს აკეთებს.

გაკვირვებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ჩავისნაირი ადამიანი ასე კარგად მიცნობს. მან დამირეკა და მითხრა, რომ გუნდის ახალ პროექტში ჩემს ადგილს ხედავს და ამიხსნა, ჩემგან რას ელის 

მე ვარ მოთამაშე, რომელსაც ბურთის ფლობა უყვარს. სწორედ ამიტომ, მას სწრაფად ვიბრუნებ. ტყავის სფეროს კარგად ვეპყრობი და ფეხბურთისგან სიამოვნებას ვიღებ 

გრძელვადიან პერსპექტივაში, მსურს, აქ დიდ წარმატებებს მივაღწიო, მაგრამ ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ გუნდში თავი ნელ-ნელა დავიმკვიდრო. "ბლაუგრანაში" თავმდაბლობით მოვდივარ, მაგრამ, ასევე - საკმარისი კომპეტენციით.

აქ ყოფნით მე და ჩემი ოჯახი ძალიან ბედნიერები ვართ. ვიმედოვნებ, "ბარსას" ყველაფრით დავეხმარები. ჩემი კუმირები მესი, ინიესტა და ჩავი არიან - მათ ყოველთვის ვუყურებდი.

ასეთ დიდ გუნდში მოსვლა ძალიან მიხარია. ქალაქიც შესანიშნავია. კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ.

მე "რასინგის" გულშემატკივარი ვარ, მაგრამ გვარდიოლას "ბარსელონასა" და ისეთი ფეხბურთელების ყურებით გავიზარდე, როგორებიც ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი არიან. მათ დიდ ყურადღებას ვაქცევდი და ამით ბევრი ვისწავლე.

- განაცხადა ტორემ Barça TV-სთან საუბრისას. 

"ბარსამ" 19 წლის ფეხბურთელი "რასინგიდან" 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ის კატალონიურ კლუბში 2026 წლამდე ითამაშებს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 19 ივნისი 2022 18:08
    0
    იმედია პირველ გუნდში გიხილავთ რაც შეიძლება მალე
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 17 ივნისი 2022 14:18
    0
    იმედია ესეც დაიმკვიდრებს ძირითადში ადგილს.
    Culé [?]
    #3 15 ივნისი 2022 19:34
    5
    ესპანეთში მოძიებულმა ტალანტმა როგორც გაამართლა კი ვუყირებთ უკვე ორი წელია და კი ყალიბდება მომავლის გუნდის ლიდერად, იმედია ესეც ისე გაამართლებს როგორც პედრი✊❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #2 15 ივნისი 2022 18:14
    1
    ტყავის სფეროსო იმენა ეგრე თქვა???
    გულშემატკივარი [?]
    #1 15 ივნისი 2022 17:34
    6
    აბა შენ იცი, იმედები უნდა გაამართლო🤩 ჩავის ხელში მაღალი დონის
    ნახევარმცველი დადგება.