ბარსელონა ბაიერნს ახალი წინადადებით მიმდინარე კვირაში მიმართავს

ბარსელონა ბაიერნს ახალი წინადადებით მიმდინარე კვირაში მიმართავს

"ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკისთვის ბრძოლას განაგრძობს და კატალონიელები უახლოეს მომავალში "ბაიერნს" ახალ შეთავაზებას გაუკეთებენ.

მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო ამბავი, ჯერჯერობით, რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნიდან" "ბარსელონაში" შესაძლო გადმოსვლაა. ვეტერან პოლონელს მიუნხენური გუნდის დატოვება სურს, გერმანელები კი ამტკიცებენ, რომ რობერტს კიდევ ერთი წლით შეინარჩუნებენ.

საჯარო განცხადებების მიუხედავად ცნობილია, რომ "ბაიერნი" მზადაა, ლევანდოვსკის შეელიოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ მიუნხენელებმა "ლივერპულიდან" სადიო მანე დაიმატონ, ლევანდოვსკის მსურველმა გუნდმა კი 50 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"ბარსელონამ" "ბაიერნს" პირველი შეთავაზება უკვე გაუკეთა და მიუნხენელები ამ შეთავაზებით ვერ მოიხიბლნენ. Sport-ის ცნობით მიმდინარე კვირაში კატალონიელები კიდევ ერთ შეთავაზებას გააკეთებენ - 32 მილიონი ევრო ფიქსირებული და 5 მილიონი ბონუსები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 19 ივნისი 2022 18:06
    0
    უნდა ვიაქტიუროთ მაქსიმალურად, ისე არაფერი გამოვა.
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 16 ივნისი 2022 05:17
    0
    2-3 წელი ჰაი კლასი იქნება ეს ისევ. უნდა გადაიხადონ, ძალიან საჭიროა ამ დონის ფორვარდი ახლა გუნდში
    ფანი [?]
    #3 15 ივნისი 2022 16:50
    3
    ეგ ასაკიანი ლევანა, ბევრ ახალგაზრდაზე მეტს დადებს!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ივნისი 2022 15:31
    0
    ეგენი ყველაფერს გააკეთებენ ჩვენ გასამწარებლად, შეიძლება დაიტოვონ და სკამზეც მოსვან რო შური იძიონ ფეხბურთელზე.
    ამისთანა ბოროტი მარტო სერესო მეგონა, მაგრამ ამათმა მთელმა ხელმძღვანელობამ აუშვა, ვერ ინელებენ რო ბარსელონას უფრო აფასებენ ვიდრე მაგათ "რეკორმაისტერს".
    წევრი [?]
    #1 15 ივნისი 2022 15:23
    1
    ეხლა ამაში მეტის გადახდა სისულელე იქნება,გასაგებია რომ ლევანდოვსკის,მაგრამ ასაკიც ხო გასათვალისწინებელია და თან კონტრაქტის დეტალები.. ერთი წელი აქვს დარჩენილი