ჟოზე მოურინიო ბარსელონას წინააღმდეგ

ჟოზე მოურინიო ბარსელონას წინააღმდეგ

დღეს ცნობილი გახდა, რომ 6 აგვისტოს გასამართ გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე "რომა" იქნება.

იტალიურ გუნდს ჩვენთვის და მთელი საფეხბურთო სამყაროსთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო წვრთნის, რომელსაც "ბარსელონაშიც" უმუშავია, მაგრამ უფრო მეტად დასამახსოვრებელი მისი კატალონიურ გუნდთან დაპირისპირებებია.

მოურინიოს "ბარსელონას" წინააღმდეგ გუნდი 27-ჯერ გაუყვანია. ეს მის კარიერაში მე-2 შედეგია "ლივერპულის" (31 თამაში) შემდეგ. პორტუგალიელის ანგარიშზე "ბლაუგრანასთან" 8 მოგება, 9 ფრე და 10 წაგებაა, ბურთების შეფარდება - 38-44.

სამწვრთნელო კარიერაში ჟოზეს 10-ზე მეტი წაგება არცერთ გუნდთან აქვს. ამ მხრივ "ბარსელონას" მსგავსი შედეგი აქვს "ლივერპულსაც".

ბურთების შეფარდებაში -6 მოურინიოს კარიერაში მე-2 ყველაზე ცუდი შედეგია. ამაზე ცუდი მაჩვენებელი პორტუგალიელს მხოლოდ ყოფილ გუნდთან, "ინტერთან" აქვს, რომელთანაც სამიდან 3 თამაში წააგო, მისმა გუნდმა კი 1 გოლი გაიტანა და 8 გაუშვა.

ჟოზე მოურინიოსა და "ბარსელონას" დაპირისპირება სათავეს 2005 წელს იღებს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში ლონდონელებს "ბარსელონას" კარის მიმართულებით ერთხელაც არ დაურტყამთ, მაგრამ გოლი მაინც გაიტანეს და 1-2 წააგეს. განმეორებით შეხვედრაში კი "ლურჯებმა" "ბლაუგრანა" 4-2 დაამარცხეს.

რევანში ერთ წელიწადში შედგა. იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე "ბარსამ" სტუმრად 2-1 მოიგო და შინ 1-1 ითამაშა.

იმავე წელს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ. ლონდონში მასპინძლებმა 1-0 მოიგეს, ბარსელონაში კი გუნდებმა 2-2 ითამაშეს.

2009 წელს მოურინიო "ბარსას" ისევ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა, ამჯერად "ინტერის" მთავარი მწვრთნელის როლში. მილანში უგოლო თამაშს "ბლაუგრანამ" შინ 2-0 მოგება მოაყოლა.

იმავე გათამაშების 1/2 ფინალში "ბარსამ" სტუმრად 1-3 წაგების შემდეგ შინ 1-0 მოიგო, მაგრამ ფინალში გასასვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა.

ამის შემდეგ კი "ელ კლასიკოს" ჯერი დადგა. მოურინიომ ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა 17-ჯერ მიიღო. მის ანგარიშზე 5 მოგება, 6 ფრე და 6 წაგებაა.

პირველი "ელ კლასიკო" მოურინიოსთვის ძალიან მწარე გამოდგა - 0-5 პეპ გვარდიოლასთან. თუმცა სეზონის ბოლოს პორტუგალიელის გუნდმა "ბარსა" ესპანეთის თასის ფინალში დაამარცხა.

გამოსარჩევი იყო ჟოზეს "რეალის" პეპის "ბარსასთან" მარცხი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში.

აღსანიშნავია, რომ მოურინიოს "ბარსელონასთან" გამართულ ბოლო 5 თამაშში 3 მოგება და 2 ფრე აქვს. ის კატალონიურ გუნდთან ბოლოს 2012 წლის აგვისტოში, "კამპ ნოუზე" ანგარიშით 2-3 დამარცხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 19 ივნისი 2022 18:05
    0
    მორიგი სიმწრის ცრემლების ღვრა მოუწევს მაურინიოს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ივნისი 2022 15:36
    1
    ეხლა ამის პრანჭვა გრეხვას უყურე, ვერ ვიტან ამ არსებას. ინტერმა რო გამოგვაგდო და ეს მოედანზე შევარდა მაშინ იყო მოსაკლავი, მაგრამ პიკემ ვერ გამოათრია.
    Culé [?]
    #2 15 ივნისი 2022 14:57
    2
    გაუხდენებს ძველ ბო*ობებს ჩავი და გაუშვებს გადაკუზულს ნოუკამპიდან💪
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #1 15 ივნისი 2022 14:20
    4
    ყოველთვის იკუზებოდა პეპის და ბარსას წინაშე მარა ლეგენდაა და ლეგენდად დარჩება
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,