ოფიციალურად: გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე რომა იქნება

ოფიციალურად: გამპერის თასზე ბარსელონას მეტოქე რომა იქნება

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2022 წლის გამპერის თასზე კატალონიური გუნდის მეტოქე როგორც კაცებში, ასევე ქალებში იტალიური "რომა" იქნება.

აქამდე ცნობილი იყო, რომ გამპერის თასის ორივე თამაში 6 აგვისტოს გაიმართებოდა. არაოფიციალური ინფორმაციით "ბლაუგრანას" მეტოქე "რომა" უნდა ყოფილიყო და ეს ინფორმაცია დღეს დადასტურდა.

"კამპ ნოუზე" პირველად ერთმანეთს "ბარსელონასა" და "რომას" ქალების გუნდები დაუპირისპირდებიან. თამაში ჩვენი დროით 19:30 საათზე დაიწყება.

21:50 საათზე "ბარსას" კაცებისა და ქალების გუნდების პრეზენტაცია შედგება.

23:00 საათზე კი მოედანზე უკვე კატალონიელთა და რომაელთა მამაკაცების გუნდებს ვიხილავთ.

უკვე მეორედ ხდება, რომ გამპერის თასზე კაცების გარდა ქალების გუნდიც თამაშობს. პირველად ეს შარშან მოხდა, როდესაც "ბარსამ" "იუვენტუსი" კაცებში 3-0, ხოლო ქალებში 6-0 გაანადგურა.

"რომა" ამ ამხანაგურ ტურნირზე მეორედ ითამაშებს. 2015 წელს იტალიელები "კამპ ნოუზე" 0-3 დამარცხდნენ.

ამ მატჩში განსაკუთრებულ ინტერესს ჟოზე მოურინიოს "კამპ ნოუზე" დაბრუნება იწვევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 19 ივნისი 2022 18:04
    0
    მშვენიერია გაედება რომას და მოურინიოს
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივნისი 2022 15:38
    1
    მომკალით და ვერ ვიტან ამ კაცს.
    ფანი [?]
    #3 15 ივნისი 2022 14:43
    2
    ჩვენ რევანში უნდა ავიღოთ და იმათმა ქე იციან სადაც უნდა აიღონ
    Culé [?]
    #2 15 ივნისი 2022 14:21
    2
    როდის გახურდება სეზონი მოუთმენლად ველი💓
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 15 ივნისი 2022 13:45
    3
    ოოო განსაკუთრებულად მოიჭიმება მოურინიო
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid