ესპანეთის ზედიზედ 2 მოგება და პირველი ადგილი ჯგუფში

ესპანეთის ზედიზედ 2 მოგება და პირველი ადგილი ჯგუფში

უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში ესპანეთის ნაკრებმა ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან დაგეგმილი 3 ქულა აიღო, კონკურენტის მარცხით ისარგებლა და ჯგუფში გალიდერდა.

"ფურია როხა" ჩეხეთს მასპინძლობდა. ამ გუნდებს შორის რამდენიმე დღის წინ ჩეხეთში გამართული შეხვედრა 2-2 დასრულდა, დღეს კი ესპანელებმა 2-0 მოიგეს.

გოლები კარლოს სოლერმა და პაბლო სარაბიამ გაიტანეს. მე-2 გოლი შეცვლაზე შესული გავის კარგ თამაშსა და ფერან ტორესის შედეგიან გადაცემას მოჰყვა.

"ბარსელონელებიდან" მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერიკ გარსია იყო, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთნენ ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ფერან ტორესი და გავი. ანსუ ფატი კი ისევ სათადარიგოთა შორის დარჩა.

ესპანეთის ნაკრებმა ტურნირის სტარტზე 2 ფრეს ზედიზედ 2 მოგება მოაყოლა და ისარგებლა რა შვეიცარიასთან პორტუგალიის წაგებით, ჯგუფში გალიდერდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ივნისი 2022 22:58
    0
    კარგია, თორემ ამოვიდა ყელში ამ პორტუგალიის ბლატაობა.
    Culé [?]
    #5 13 ივნისი 2022 14:48
    1
    ციტატა: Barca1980
    მაგ თითქმის მილიარდიან დაცვის ხაზს , საპენსიო ასაკში მყოფმა ბენზემამ გადაურბინა - ეს არის რეალობა !!! არ შეიძლება მხოლოდ ფულის ხარჯვით გუნდი ააწყო , თუ საკუთარი სტრუქტურა არ გაგაჩნია . თუმცა დღევანდელი ფეხბურთ , ყველაფერია სპორტის გარდა . ფინანსური მონსტრია და წამიერ ჩაძინებას არ გაპატიებს , ჩანს ბარსას მაგალითზე . არც საფეხბურთო სტრუქტურები არ კრძალავენ არაფერს , და ეტყობა ფეხბურთის განვითარებას , როგორ ეცემა სათამაშო დონე , ვარსკვლავების ძალან დიდი დეფიციტია , გაპიარებული კი არა , დელ პიეროს , შევჩენკოს , რივალდოს , ნისტერლოის , ინიესტას , ხავის და ასე შემდეგ !!! გრილიშისა და დემბელეს დონის ფეხბურთელი რომ ვარსკვლავი იქნება !!! დეპორტივოს ყავდა სათადარიგო თავდამსხმეი ვალტერ პანდიანი ( აბა ძირითადში ტრისტანი და მაკაი იდგა !!! ) , გრილიშს და დემბელეს ერთად გადაბმულს ჯობია .

    კიი პანდიანი ურუგვაელი ეგეც ! smile აგირეს " დეპორში " კაი ხოშიანი გოლავიკი იყო ....ზუსტად მაგიტომ ვამბობ შემტევი არგენტინა/ბრაზილია/ურუგვაიდან უნდა მოიყვანო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 ივნისი 2022 11:41
    1
    ციტატა: totti10
    ციტატა: კობა
    მოდით რეალური თვალით შევხედოთ, ჰალანდი წავიდა სიტიში ხომ? ნუნიესი წავიდა ლივერპულში, ვიდეო ვნახე ტრენერი იძახის ეპოქა მოვიდა ცრუ 9 ნებით თამაშობენ გუნდები და დეფიციტი არი ფორვარდებისო, ჩელსი აიღედ აბრამოვიჩი წავიდა რუდიგერიო იქ კრისტენსენიო, არსენალი აიღედ ლაკაზეტი ობამეიანგი გაუშვეს, იუნაიტედი ვაბშე ასტრალში გავიდა პოგბაო მატა მატიჩი აი მთელ გუნდს უშვებს, ახალ სეზონში ინგლისში ყველა ეს გუნდი ჩაკვდება და სიტი ლივერპული იქნება ფავორიტი, გესმით თქვენ რა იცვლება? ორივე ეს გუნდი სუფთა 9 იანით იქნევა აწი, ღრმა ბავშვობის მეგობარი მყავს და ბარსას ფანია ლევანდოვსკი მოდის აეე და მეთქი ღმერთი მოდის თუ რაიყო რა გაჭედე მეთქი 34 წლის კაცზე რო ესე გაჭედავ, ტვინი სად არის იცი? რაც კლოპმა გააკეთა იყიდა 22 წლის ნუნიესი და 6 წლიანს აფორმებინებს, მისცემს ბენფიკას 100მილიონს და 6 წელი იცი რო ფორვარდი გყავს, აი ესაა ტვინი და აზროვნევა ბარსა კიდე სადაც 30 წელს გადაცილებული ვინმე ნახა ქუჩაში დაგდებული ყველა თავისთან წაიტვანა,


    ხოდა პერ ფეი არაა ინგლისში? რაც კლოპი მივიდა მილიარდზე მეტიარის დახარჯული, ყველა სეზონზე მინიმუმ 300 მილიონს ხარჯავს ლივერი, ამ დროს რატომ არავინ იღებს ხმას? მარტო რეალი ბარსლეონაზე რომ უცუნცულდებათ? აი სიტი აიღე მარტო დავაში აქვთ 947 მილიონი გადახდილი, და რაც გვარდიოლა მივიდა იქ 200 მილიონი აკლია 2 მილიარდს :დ აზე ხართ იქ რა ფული ტრიალებს? ლივერისთვის 100 მილიონი არის როგორც ბარსელონასთვის 100 000, უბრალოდ იქ სხვა მაშტაბებია, მაგ ინგლისში ვიღაც პატკატს გააკთებს და ეგრევე 120 მილიონს ადებენ ვინ ჩემი... მაგუერი ან ვან დეიკი სად იყო 28 წლის ასაკში რომ გამოანათა, ან ვინ ჩემი რუსეთია გრილიში??? გრილიშზე 100 ჯერ გიჟი რეალს სკამზე უზის ასენსიო :და გილიშზე ბევრად კლასნი ყავს ბარსელნას დეპაი :) ვინც შენ ჩამოთვალე უშევებენო იმიტომ უშვებენ რომ ამოწურეს იმათმა თავიანთი შესაძლებლობა, რაღადროს მატიჩI მატაა, პოგბა გარბის რადგან ზარმაცია და ტენ ჰააგი იცის რომ სულს ამოხდის ვ არჯიშიდან, აბრამა რომ არ წასულიყო ჩელსი ასე არ ჩავ არდებოდა, მაგრამ ვინც მივიდა აბრამაზე 4 ჯერ მდიდარია, და ნახავ რა გუნდს დააყენებს თან მფლობელი ორმ გამოიცვალა შეუძLია მარტივად დახარჯოს ყოველგვაირ შეზღუდვის გარეშე 400 მილიონამდე + გაყიდული ფეხბურთელებიდანაც აღებული დაამატოს. მანჩესტერს კიდე ნუ ნერვიულობ მაგაზე ნელნელა მოიხოდებიან ეგენი და ეგ სიტი და ლივერპული 2-3 წელში დაბრუნდება იქ სადაც მისი ადგილია :)

    100% გეთანხმები, მაგათ რომ ფული აქვთ და მაგენი რომ ხარჯავენ იმდენს არავინ ხარჯავს, სადაამერე ფარ ფლეი, სერია ა ადრე საუკეთესო ლიგა ხო იყო, იმიტომ იყო რომ იმდენი მაგარი ფეხბურთელები ჰყავდათ რომ გასავარდნ გუნდებშიც მოძებნიდი ვარსკვლავებს, ახლა კი ერთი ვინმე რამეს გაიფაფხურებს და ეგრევე სიტი, ლივერპული, მარჩესტერი, ჩელსი, პსჟ ც არ დაგვავიწყდეს, სიტის ხარჯზე პრემიერ ლიგაც გაბანძდა, ტიპებს ორი თანაბარი ძალის გუნდი ჰყავთ და მოიგებენ პრემიერ ლიგას აბა რას იზამენ,ჩვენ რომ ზამთარში 55 მილიონად ფერანი შევიძინეთ ეგრევე წამოხტნენდა ტქვეს სადაა ფეალ ფლეიო, რა ნამუსით თქვეს როცა სიტის მილიარდი დაცვაში აქ მარტო გადაყრილი, აქერ ჰოლანდიც მიიყვანეს, და რამდენ ფულს ხარჯავენ,იუნაიტედიც ძალიან ბევრს ხარჯავს და ამ ზაფხულშიც ბევრს დახარჯავენ ალბათ, ლივერპულიც ბევრს ხარჯავს მაგრამ ბარსასავით არცერთს მოსვლია, ისენი გახსნიან ჭაბურღილს და ყველა ვინც გაიფაფხურებს 100 მილიონად მიჰყავთ, უკვე გულის ამრევია ეგ ყველაფერი, ტიპებს რა შემადგენლობაც ძირითადში ჰყავთ იმნაირი მეორე სკამზეც ჰყავთ,იმედია ვერაფერს მოიგებენ მაგ ფულით აკოწიეებული გუნდები, მაგრამ სათქმელად ადვილია როცა ყველა ვარსკვლავი მაგათ მიჰყავთ
    ფანი [?]
    #3 13 ივნისი 2022 10:04
    3
    მაგ თითქმის მილიარდიან დაცვის ხაზს , საპენსიო ასაკში მყოფმა ბენზემამ გადაურბინა - ეს არის რეალობა !!! არ შეიძლება მხოლოდ ფულის ხარჯვით გუნდი ააწყო , თუ საკუთარი სტრუქტურა არ გაგაჩნია . თუმცა დღევანდელი ფეხბურთ , ყველაფერია სპორტის გარდა . ფინანსური მონსტრია და წამიერ ჩაძინებას არ გაპატიებს , ჩანს ბარსას მაგალითზე . არც საფეხბურთო სტრუქტურები არ კრძალავენ არაფერს , და ეტყობა ფეხბურთის განვითარებას , როგორ ეცემა სათამაშო დონე , ვარსკვლავების ძალან დიდი დეფიციტია , გაპიარებული კი არა , დელ პიეროს , შევჩენკოს , რივალდოს , ნისტერლოის , ინიესტას , ხავის და ასე შემდეგ !!! გრილიშისა და დემბელეს დონის ფეხბურთელი რომ ვარსკვლავი იქნება !!! დეპორტივოს ყავდა სათადარიგო თავდამსხმეი ვალტერ პანდიანი ( აბა ძირითადში ტრისტანი და მაკაი იდგა !!! ) , გრილიშს და დემბელეს ერთად გადაბმულს ჯობია .
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 ივნისი 2022 02:32
    1
    აუ გავი რა კლასნია უბრალოდ,რა მაგარი მოძრაობები და კრეატივი აქვს, თან რა ჟილკით თამაშობს❤, ისე ფატი რაღამც გამოიძახა 10 წუთი მაინც მიეცა სათამაშო დრო, მსოფლიოზე ესპანეთ ბევრად ძლიერი ნაკრები ეყოლება ვიდრე ერთა ლიგაზე გამოდის მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ამ მსოფლიოზე ვერ გაიქაჩებიან დიდად, ალბათ მონდევნო ევროდან დაიქოქებიან ეს ახალგაზრდები
    Culé [?]
    #1 13 ივნისი 2022 02:17
    0
    სურათზე ჩვენი ბავშვები არ არიან, არცერთს არ ათამაშებს?!!!
    გარსია და ფერანი არსად დაეკარგოს!!!